საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფეხმძიმე გოგონა ავტოავარიის შედეგად გადაბრუნებული მანქანიდან გადმოიყვანა.
“დღეს საშინელ ავტოავარიას შევესწარი, გადაბრუნებულ მანქანაში ორსული გოგოს გამოყვანაში პრეზიდენტი ეხმარებოდა, რომლის ესკორტი ამ შემთხვევის მომსწრე გახდა… პრეზიდენტი ცდილობდა, ცეცხლმაქრი საკუთარი მანქანიდანაც გამოეყენებინათ… გვერდი არ აუვლია თუნდაც უსაფრთხოების მიზნით, რადგან შეჯახება მოხდა გაზგასამართი სადგურის სატუმბ ჯიხურთან … მე მომწონს ეს ადამიანი, როგორც ადამიანი და შემდეგ როგორც პრეზიდენტი,”-წერს მოქალაქე გიგა კიტია FACEBOOK-ში პირად გვერდზე.
„პრაიმტაიმი“ საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა. ინფორმაცია ავარიის შესახებ დასტურდება, თუმცა კონკრეტულად ვინ გადაარჩინა გოგონა, ამის შესახებ სამსახური იფნორმაციას არ ფლობს.
http://primetimenews.ge/%E1%83%9E%E1%83%A0...83%9D%E1%83%92/