ექსკლუზივი: ჟოზეფ დოლის განცხადება არ იყო ფრაქციასთან შეთანხმებული
29/03/2016 12:57
როგორც euronews.ge-ს ევროპარლამენტიდან აცნობეს, ჟოზეფ დოლს, როგორც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს, აქვს ევროპის სახალხო პარტიის სახელით საუბრის უფლება, თუმცა დასადგენია, რამდენად შეთანხმებული იყო აღნიშნული განცხადების შინაარსი ევროპარლამენტში ფრაქციის წევრებთან. წყაროს თქმით, ეს განცხადება არ იყო ევროპის სახალხო პარტიის ევროპარლამენტის ფრაქციის ყველა წევრთან შეთანხმებული და საჭიროა დამატებითი განმარტებები დოლის მხრიდან, რათა გაირკვეს სრული სურათი.
წყაროს თქმით, ჯოზეფ დოლს ცალსახად არ აქვს დამოუკიდებლად ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. euronews.ge-ს წყაროს ცნობით, ჟოზეფ დოლი (Joseph Daul) არის ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, რომელიც გაერთიანების ადმინისტრაციულ მართვას უწევს კოორდინაციას, ხოლო ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის (რომელსაც 221 წევრი ჰყავს) თავმჯდომარე არის მანფრედ ვებერი (Manfred Weber), რომელიც ევროპარლამენტში ფრაქციის პოლიტიკური საქმიანობის მიმართულებებს და პოლიტიკის გატარებას განსაზღვრავს.
განცხადების გამო, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში შაბათს გააკეთა, ჟოზეფ დოლს განმარტებების გაკეთება, სავარაუდოდ თბილისში მოუწევს. დოლი საქართველოში დღეს ჩამოდის.
http://www.euronews.ge/archives/3583