#47359991 · 24 Mar 2016, 01:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო პირველ რიგში უკაცრავად თუ არასწორ ადგილას გავხსენი თემა. მჭირდება დახმარება ერთ კონკრეტული წიგნის შესახებ.
მოკლედ წლების წინ შევიძინე პატარა თხელი წიგნი ყვითელი გარეკანით რომელიც თავდაჯერებულობის და თვითშეფასების ამაღლებას ემსახურებოდა. წიგნში მოცემული იყო რაღაც რაოდენობა რჩევების რომელიც თითო ერთი კვირის განმავლობაში დღეში სამჯერ უნდა წაგეკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადასულიყავი შემდეგ რჩევაზე. ვინახავდი ამ წიგნს ვიცოდი რომ დამჭირდებოდა მაგრამ როცა დამჭირდა ვეღარ ვპოულობ სავარაუდოდ ბავშვებმა აუგეს წესი. არც სახელი მახსოვს და არც სხვა რამ რითაც შემიძლია მოვიძიო იქნებ მიშველოთ თუ ვინმემ იცით და წაგიკითხავთ ეგრევე მიხვდებით რაზეც ვსაუბრობ.
|