ნინძების ერაზე რომ გაგეხსნა აქამდე თემა მეც ხომ დავპოსტავდი ასეთ დიდებულ თემაში
რავი კარქი გემოვნებაც მაქვს და ნინძებიც მევასებიან არიან თეთრი ნინძები და შავი ნინძები.
თეთრი ნინძები დღისით არ ჩანან და შავები ღამით არ ჩანან.
კიდევ ვიცი რო ნინძაბს ზვიოზდაჩკები აქვთ და ისვრიან მეც მქონდა კაი გალესილ-წვეტიანი ზვიოზდაჩკები ბავშობაში და წამართვა უბნის ინსპექტორმა როგორც ყველა უბანში ჩვენთანაც კუკარაჩას ეძახდნენ და გამაფრთხილა რომო ემაგ ზვიოზდაჩკებისთვის გაგსროკავ კიდე თუ გიპოვეო. ჩემი ნათესავის მეზობელი იყო ისჩემისა ერთხელაც მისული ვარ ჩემს ნათესავთან სტუმრად მამაჩემი სუფრასთან ზის სვამს ხოდა მე და ჩემი ნათესავი გავედით ეზოში სათამაშოდ ხოდა იმ ჩემისას ჩემი უბნის ინსპექტორის შვილს ჩემი ზვიოზდაჩკები გამუტანია და თამაშობს ბავშვებს აყურებინებს როგორ არჭობს ხეში ხოდა ჩემი ნათესავიც მომეხმარა წავართვით ეს დიდებული ნინძის ზვიოზდაჩკები და შევარდით სახში...ჰეჰ
ასულა სახში ის ბავშვი ატირებული და კაი ხნის მერე მოაკაკუნა კუკარაჩამ მოაკაკუნა და შემოითრიეს სუფრასთან ....კაროჩე შემრჩა ეს ჩემი ზვიოზდაჩკები და მაგრად გამისწორდა. მამაჩემი კი მეხვეწა მიეცი მაგ ბოვშს შენ სხვებს მოგიტანო მარა მეთქი ჩემია და არ დავუთმობთქო. იმის მერე რომ დამინახავდა კუკარაჩა სულ წინა კბილებით მიღიმოდა ხოლმე
შენ გაიხარე ბრევალო ეს რა მაგარი თემა გახსენი ნინძებზე