ნარცისიზმი ჩვენში ყველაშია გარკვეული დოზით, მაგრამ არსებობს ასევე ნარცისისტული პიროვნული აშლილობა და აქ ჩამოვწერ სიმპტომებს
თქვენ მგონი არ გაქვენთ გეგმაში, არადა ოო, როგორ მიყვარს ეს ხალხი
ნარცისს ახასიათებს პირველ რიგში არამყარი შეგრძნებები. მათი მონაცვლეობა. ხან შეიგრძნობენ მათი პიროვნება არაფერს წარმოადგენს და ხდებიან საკუთარ თავში ზალიან დაურწმუნებლები და ამას ხარშავენ ჩუმად, ხანაც შეიგრძნობენ საკუტარი პიროვნების გაზვიადებულ მნიშვნელობას, გრძნობენ საკუითარი ტავის რწმენას და ამას ჩუმად არ ხარშავენ

:დ
მათ აქვთ საკუთარი პიროვნების მნიშვნელობის გადამეტებული შეგრძნება და სულ იმედოვნებენ, რომ მოიპოვებენ განსაკუთრებულ ადგილს საზოგადოებაში.
ამასთან ერთად უჭირთ დაინახონ და გაიგონ სხვა ადამიანების(და ცხოველებისაც) ფიქრები, გრძნობები, ტკივილი, სიხარული
აქვთ განდიდების მანია, რასაც თან ერთვის დევნის მანიაც
ისინი ვერ განსაზღვრავენ სწორად საკუთარ შესაძლებლობებს და შურთ წარმატებული ადამიანების
ვერ იგებენ კრიტიკის არსს და ამის გამო კრიტიკის დროს ისინი მხოლოდ ითრგუნებიან, აქვთ სირცხვილის გრძნობა და ბრაზდებიან. კრიტიკაზე მათი რეაქცია არის ყოველთვის თვალშისაცემად არაადეკვატური.
ოჯახურ გარემოში ცდილობენ ისე მოაკვარახჭინონ საქმეები, რომ თავი აარიდონ კრიტიკას. ამის მისაღწევად ისინი არ ერიდებიან ინტრიგების ხლართვას და ცდილობენ დაეხმარონ სხვებს, რომ მათი საქციელი გაშუქდეს სწორი მხრიდან:დ
მათ აქვთ საკუთარი კლასიფიკაცია ადამიანებისა, რის მიხედვითაც კრიტიკული ადამიანები განეკუთვნებიან ბოლო საფეხურს. ამის საილუსტრაციოდ ისინი დაუზარებლად აზვიადებენ კრიტიკული ადამიანების ქმედებებს, ან სულაც თავისით იგონებენ ამბებს მათზე.
რეალობის შეგრძნება ნარცისს აქვს ერთგვარად გაბუნდოვნებული, სადაც კი იკვეთება რაღაც მკვეთრი ხაზები, მაგრამ ყოველთვის მათ სასარგებლოდ. მათ შეუძლიათ შეალამაზონ რეალობა, ან გამოტოვონ საერთოდ უსიამოვნო ეპიზოდები მათი ცხოვრებიდან და იგნორირება გაუკეთონ მათ არსებობას.
ეს ხალხი იტანჯება საკუთარი თავის შეცოდების შეგრძნებით, ხშირად წუწუნებენ და ყვებიან თუ რამდენად უცოდველები არიან ისინი
მკურნალობა ამათი ძნელი არაა. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ისინი არასდროს მიდიან ფსიქოლოგთან ჩივილით -გამარჯობა, მე ვარ ნარცისი და ამის გამო ვიტაჯები

მიდიან სხვა ჩივილებით, რომლებიც ბევრი აქვთ
ფსიქოლოგის მიზნია ამოიცნოს ნარცისი და თერაპია წაიყვანოს ძირითადი კითხვით: რას და რატომ ვერ გიგებენ ადამიანები
This post has been edited by gramatikikina on 14 Nov 2012, 01:44