ჩინეთის დიდი კედელი — ჩინური სამხედრო ნაგებობა, უდიდესი არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს ჩრდილოეთ ჩინეთში და მიუყვება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით 8851,9 კმ-ის სიგრძეზე. გარკვეულ მანძილზე კედელი უახლოვდება პეკინს. სხვა მონაცემებით, კედლის სიგრძე თავიდან ბოლომდე ყოფილა 21 196 კმ.
კედილის ზომები სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია. საუალო ზომები დაახლოებით ასეთია: სიმაღლე 7,5 მ, სიმაღლე ქონგურებით - 9მ, სიგანე თხემზე — 5,5 მ, ძირითადი სიგანე — 6,5 მ. კედლის გარენაწილზე განლაგებულ ქონგურებს გააჩნიათ მარტივი სწორკუთხოვანი ფორმა. კედლების ნაწილი წარმოადგენს კოშკებს. ზოგიერთი კოშკი, რომელიც ჯერ კიდევ კედლების აგებამდეა აშენებული კედლებში ჩაეშენა. ასეთი კოშკები ხშირად იმაზე ვიწროა, ვიდრე თავად კედელი და მათი განლაგების ადგილები შემთხვევითია. კედელთან ერთად აგებული კოშკები კი ერთმანეთის მიყოლებით 200 მ. მანძილითაა დაშორებული (ეს იყო ისრის სასროლი მანძილი). არის რამდენიმე სახეობის არქიტექტურულად განსხვავებული კოშკი. ყველაზე მეტად გავრცელებულია სწორკუთხოვან გეგმაში ორსართულიანი ტიპის კოშკები. ასეთ კოშკებს გააჩნდათ ზედა მოედანი, საიდანაც კარგად ჩანდა დაახლოებით 10 კმ. მანძილიდან ცეცხლის სასიგნალო კოშკები, რომელიც წარმოადგენდა სათვალთვალო კოშკებს და მტრის გამოჩენის შემთხვევაში ერთმანეტს გადასცემდნენ სიგნალებს.
ვისაც გაგივლიათ ესსაოცარი კედელი გთხოვთ დაწეროთ შტაბეჭდილებები და საინტერესო დეტალები :-)
This post has been edited by Giobadala2000 on 25 Mar 2016, 01:57
მიმაგრებული სურათი