http://www.myauto.ge/index.php?action=deta...car_id=20135058იყიდება ან იცვლება!
განვიხილავ ყველა ვარიანტს!
2001 წელი, 4,4 ძრავით.
რაც შეეხება მანქანის მდგომარეობას:
ძრავი მუშაობს რასაც ქვია იდეალურად, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ზეთს საერთოდ არ იკლებს, მუშაობს ორიგინალ იაპონურ ზეთზე Eneos 5w-40.
გადაცემათა კოლოფი იდეალურად რთავს, არ აგვიანებს, არ ურტყამს.
წყლის სისტემა სად აქვს არ ვიცი, ანტიფრიზი ასხია, დგას ნორმაზე, შლანგს არ ბერავს და არაფერი მსგავსი.
სავალი ნაწილი სრულად აღვადგინე 1 თვის წინ და ძალიან რბილად დადის.
ამორტიზატორები, წინა ზამბარები და უკანა პადუშკები ქარხნულია და არანაირი პრობლემა არ აქვს.
სალონი იდეალურად შენახულია, არაა გახუნებულ-გახეხილი!
გაზზე იმუშავა ცოტა ხანი, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ მანქანას არ ქვია გაზზე ნახმარი მანქანა, რადგან ესეთი შენახული ძრავი ამ წლოვანების BMW-ზე მე არ მინახავს. ჩეკს მაინც უნდა ანთებდეს ბოლოსდაბოლოს, როცა გაზზე მუშაობს და მაგასაც არ ანთებს.
გაზს რაც შეეხება, დამონტაჟებულია აპარატურა მე-5 თაობის და ეყენა 22 კუბიანი ბალონი, რაც ამოვიღე და მსურველს გავატან.
მოკლედ და კონკრეტულად, მანქანა არის იდეალურად სუფთა, როგორც ვიზუალით და გამართულობით, ისე ისტორიით.
ხო კიდევ, არასდროს ყოფილა დარტყმული ან განასმელი, ჟეშტიც და საღებავიც ქარხნულია და შენახული იდეალურად.
აუდიო სისტემა 7 Logic, ვინც არ იცით საკმაოდ მძლავრი ხმა და რბილი ბასები...
აკუმულატორიც ახალია.
დისკები 19-იანი, საბურავები, წინ ზამთრის 80%, უკან ზაფხულის 60%.
წვა - ტრასაზე 120 კმ/სთ სვლით 11 ლიტრი. ქალაქში საცობების გათვალისწინებით 16-18 ლიტრი, მეტი წვა უკვე სურვილისამებრ

ერთი თხოვნა მექნება, გაცვლაზე რეალური ვარიანტები შემომთავაზეთ და არა მყავტოზე 4000-4500 $-ში გასაყიდად დაყრილი იქსების მაგალითად მოყვანა და 1-1-ში გაცვლა. მსგავსი არარეალური წინადადებები არ მაინტერესებს.
მიმაგრებული სურათი