ხოფაში თურქმა მძღოლებმა ქართულ საბაჟოებზე დაწყებული პრობლემების გამო აქცია გამართეს
ხოფაში თურქმა მძღოლებმა ქართულ საბაჟოებზე დაწყებული პრობლემების გამო აქცია გამართეს. მათ ამ ფორმით ის გაურკვეველი ბარიერები გააპროტესტეს, რომლებიც საქართველოს საზღვარზე, ქართველი მებაჟეების მხრიდან ექმნებათ.
აღნიშნული ფაქტი „კომერსანტს“ თურქეთის საელჩოში დაუდასტურეს. საელჩოს ინფორმაციით, გადამზიდავი ფირმები საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრობისას პერიოდულად ხვდებიან სხვადასხვა სახის პრობლემებს. აქციის მიზეზი კი საქართველოს მხარეს საბაჟოებზე თურქული სატვირთო მანქანების დიდი ხნით შეყოვნება იყო, რის გამოც გაიზარდა მათი რაოდენობა და შეიქმნა გარკვეული პრობლემები.
„ამ საკითხზე, მოლაპარაკებები წარიმართა, როგორც ადგილობრივ უწყებებს, ასევე ჩვენს საელჩოსა და ფინანსთა სამინისტროს შორის. გაირკვა, რომ საბაჟოებზე უფრო დიდი რაოდენობის სატვირთო მანქანის დეტალური შემოწმება გამოწვეული იყო საქართველოში შემოღებული ახალი რეგულაციებით და შევთანხმდით, რომ სწრაფად გადაიდგმებოდა საჭირო ნაბიჯები კონტროლისა და შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობის მინიმუმამდე შემცირებისათვის. ამ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გამართული აქცია. ჩვენ დავაკვირდებით აღნიშნულ საკითხს, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ეფექტურად უნდა გადაიჭრას რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები, რათა საერთო დერეფანი „აბრეშუმის გზა“, რომელიც გადის თურქეთის-საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, იყოს საავტომობილო ტრანსპორტირების ყველაზე სწრაფი და ეფექტური მარშრუტი, რაც ჩვენთვის, ყველასთვის ფრიად მნიშვნელოვანია“,- განუცხადეს „კომერსანტს“ თურქეთის საელჩოში.
ქართულ საბაჟოზე არსებულ პრობლემებზე აზერბაიჯანელი გადამზიდავებიც საუბრობენ. რამდენიმე დღის წინ „კომერსანტთან“ საუბარში მათ განაცხადეს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ტვირთების გადამოწმების მოტივით, მანქანებს განსაზღვრულზე მეტი ხნით – დღეების განმავლობაში უწევთ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა.
გადამზიდავების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილებს საბაჟოდან გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (ე.წ. გეზი) ამისამართებენ, სადაც პროცედურების გავლა ხშირად ორჯერ უწევთ.
იყო შემთხვევები, როდესაც ერთხელ უკვე გადამოწმებული ავტომობილი მძღოლს ხელმეორედ დააცლევინეს მანქანა და მეორედ გაატარეს უკვე გავლილი პროცედურა.
მათი თქმით, საზღვარზე ტვირთების უმიზეზოდ გაჩერებამ და ე.წ. „გაწითლებამ“ უკვე მასობრივი სახე მიიღო.
მათივე განცხადებით, ეს პრობლემა განსაკუთრებით გაუგებარია იმ ფონზე, როდესაც წლებია მსგავს სიტუაციებს ადგილი არ ჰქონია.
გადამზიდავები ამბობენ, რომ სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ერთეული აღარ არის და ტენდენციის სახე მიიღო, რაც უჩენთ ეჭვს, რომ ბარიერები ხელოვნურად იქმნება. აქედან გამომდინარე, მათ ეჭვი აქვთ, რომ პრობლემა ხელოვნურადაა შექმნილი და ამას შესაძლოა, მოჰყვეს მითითება, თუ როგორ შეიძლება მისი „დალაგება.“
გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის გამოირჩეოდა საბაჟო პროცედურების სიმარტივით და საბაჟო სტრუქტურასთან ურთიერთობის გამჭვირვალობით.
მათი განცხადებით, მსგავს შეფერხებებს ადგილი არ ჰქონია წინა ხელისუფლების დროს და არც ახალი ხელისუფლების მოსვლის პირველ წლებში და პრობლემები ბოლო რამდენიმე თვეა დაიწყო.
საბაჟოებზე არსებულ ვითარებას ქართული კომპანიების წარმომადგენლებიც აპროტესტებენ, რომელთა თქმით, ის ვითარება, როგორიც ახლა საბაჟო გამშვებ პუნქტებზეა, ბოლო წლებში არასდროს დაფიქსირებულა, ბოლო თვეებში კი ისევ დაბრუნდა. მათთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომები.
„კომერსანტთან“ საუბარში გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ბოლო პერიოდში რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ ლოდინი და ტვირთის განბაჟებას ვერ ახერხებენ.
ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი ბიუროკრატიულ შეფერხებებს სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი თანხების მიღების შესაძლებლობებს უკავშირებს.
მისი თქმით, ბოლო 2-3 თვეა განსაკუთრებით მომრავლდა ე.წ. წითელ და ყვითელ ზონებში ტვირთების გადამისამართება, სადაც მოხვედრის შემდეგ კომპანიას თანხის გადახდა უწევს და აღარ აქვს უფლება, წინასწარ ჩათვლილი დღგ-ს ფული გამოიყენოს.
„ადრე წითელ ზონაში როცა მოხვდებოდა მანქანა, ის დაიცლებოდა, შემოწმდებოდა, აიწონებოდა და ზედმეტობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმა იქნებოდა. ადრე, როცა გვქონდა დღგ-ს წინასწარი ჩათვლები და მანქანა მოხვდებოდა წითელ ზონაში, ამ ე.წ. ჩათვლებს ვიყენებდით ჩვეულებრივად. ახლა 3 თვეა, რაც შემოიღეს ახალი - ყვითელი ზონა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მანქანა მოხვდება რომელიმე ზონაში, ჩათვლა მილიონიც რომ ქონდეს, მაინც უნდა გადაიხადოს ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანას არ გამოგატანენ
ვეუბნები, აი შედარების აქტი, დღგ-ში მაქვს პლუს 60 ათასი ლარი და აქედან ჩამომაჭერით, მაგრამ არა. ჩემი საქონლის განბაჟება ღირს დაახლოებით 12 ათასი ლარი, საქონელი არის მალფუჭებადი და თუ ეს თანხა არ გადაიხადე არ გამოუშვებენ ტვირთს“,- აცხადებს ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი „კომერსანტთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, ამ ზონებში საქონელი ხელოვნურად ხვდება, რათა კომპანიამ თანხა მაშინვე გადაიხადოს.
„არსებობს ასევე ინფორმაცია, რომ ვიღაც ამით ფულსაც აკეთებს. მაგალითად შემოვიდა ტვირთი, რომლის განბაჟებასაც უწევს 8 ათასი ლარი. აქედან თუ 30%-ს მისცემ კონკრეტულ პიროვნებას და გამოგაყენებინებენ დღგ-ს ჩათვლას. ამისთანა რამ პირადად ჩემთვის არ შემოუთავაზებია არავის, მაგრამ არსებობს ასეთი ინფორმაციაც“,- აცხადებს გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელი.
„კომერსანტთან“ საუბრისას სხვა გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელიც ადასტურებს საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეფერხებებს. მისი თქმით, მათ კომპანიას შეექმნა პრობლემა თურქეთის საზღვარზე და ტვირთის საზღვარზე გადასვლას თითქმის ერთი კვირა დასჭირდა.
„როდესაც ტრანზიტული ტვირთები შემოდის საქართველოში, საქართველოს საზღვარზე ხდება მათი გაჩერება, ადლიაში გახსნა, შეფუთვიდან ამოლაგება, დათვლა, ისევ შეფუთვა და დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება ეს პროცედურა“,- აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.
კომპანიაში მიზეზებზე დეტალურად არ საუბრობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა, „სახელმწიფოს ინტერესებს“ უკავშირდებოდეს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ამის უკან არანაირი კორუფციული სქემები არ არსებობს, მეტ კონკრეტიკაზე კი არ საუბრობენ.
პრობლემა „კომერსანტს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატშიც დაუდასტურეს. მათი განცხადებით, არ აქვთ ინფორმაცია შეექმნათ თუ არა უცხოელ გადამზიდავებს საზღვარზე გარკვეული პრობლემები, თუმცა, ქართველ გადამზიდავებს ეს ბარიერები ნამდვილად ჰქონდათ.
როგორც ბიზნესომუდსმენ გიორგი გახარიას აპარატში „კომერსანტს" განუცხადეს, ქართველი მეწარმეების მიერ აზერბაიჯანში საქონლის შეტანისას საბაჟო პრობლემებზე გასულ პერიოდში ბიზნესომბუდსმენს ორმა კომპანიამ მიმართა.
აღნიშნულ თემაზე პირველი სტატიის კომენტარისას შემოსავლების სამსახურში ქართული მხარიდან გადამზიდავებისთვის პრობლემების შექმნა უარყვეს და მხოლოდ აზერბაიჯანული საბაჟოს მხრიდან არსებული შეფერხებები დაადასტურეს. „კომერსანტი“ კვლავ ცდილობს ამ უწყების კომენტარის მოპოვებას უკვე ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებზეც გადამზიდავი კომპანიები საუბრობენ.
ავტორ(ებ)ი : სალომე მეცხვარიშვილი
http://commersant.ge/?m=5&news_id=34069&cat_id=11სატრანზიტო დერეფანიო, ახალი აბრეშუმის გზაო, 100 მლნ ტონა ტვირთიო ანაკლიის პორტიდანო და ა.შ, ა.შ...
ასეთი შეზღუდვებით აპირებენ ლოგისტიკურ ცენტრად რომ აქციონ საქართველო?
მიშა დაბრუნდიიიი, სანამ მთლად დააქციეს ქვეყანა ამ იაცენიუკებმა
საქართველოს საბაჟო საამაყოდ გვქონდა ხოლმე, საათივით მუშაობდა, განსაკუთრებით რეგიონის ფონზე და ესეც მოსპეს ამ ძაღლებმა