ჭავჭავაძის გამზირის 21ა- ში პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის კუთვნილი ერთსართულიანი სახლის ნაცვლად შესაძლოა მრავალსართულიანი კორპუსი აშენდეს. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალურმა საბჭომ ტყემალაძის მიმართვის საფუძველზე მის კუთვნილი მიწის ფართს ახალი სტატუსი მიანიჭა, რაც კორპუსის აშენების საშუალებას იძლევა.ზურაბ ტყემალაძის ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მზიურის პარკის ცენტრალური შესასვლელთან მდებარეობს. ამ ადგილას კორპუსის მშენებლობას, კი ურბანისტები, მზიურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და მოძრაობა "პარტიზანი მებაღეები" აპროტესტებენ.
მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტებში ასეთი ჩანაწერი არსებობს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ზურაბ ტყემალაძის შვილი, გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ რეკრეაციული ზონის ცვლილება არ მომხდარა.
მზიურის ცენტრალურ შესასვლელთან, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაში პრობლემას ვერ ხედავს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი. დიმიტრი მოსულიშვილის თქმით ეს პროექტი მისთვის მისაღებია და კანონი არ ირღვევა.
კოალიცია "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატის შოთა ხაბარელის ბიზნესინტერესი იკვეთება, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ერთ-ერთი მშენებლობის უკან.
ჭავჭავაძის 49-ში მდებარე ერთსართულიანი რესტორნის ნაცვლად, მალე 19 სართულიანი კორპუსი აშენდება. მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" ხელმძღვანელს ლევან ხაბეიშვილს ეჭვი აქვს, მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად შოთა ხაბარელმა პოლიტიკური გავლენები, გამოიყენა, რადგან კორპუსის სამშენებლო მოედანი ტროტუარის ნაწილსაც მოიცავს.
პარლამენტის წევრის შოთა ხაბარელის თქმით მან რესტორნის ნაცვლად კუთვნილ ტერიტორიაზე კორპუსის აშენება, ფინანსური კრიზისის გამო გადაწყვიტა, რადგან 2013 წელს ტერიტორია, ბიძინა ივანიშვილის ბანკში ოპოთეკით დატვირთა, თუმცა კრედიტის გადახდა ვერ მოახერხა, ახლა კი მისვე პოლიტიკურ გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ბანკისთვის ვალის დაბრუნებას, ახალი მშენებლობიდან მიღებული თანხებით აპირებს.
http://rustavi2.com/ka/news/42307სუნთქვა აღარ შეიძლება ამ ქალაქში.
კორპუსები შენდება ყველგან. პატრონი ყაავს ქვეყანას?
ტყემალაძემ მის ტერიტორიაზე რაღაც შენდება და საქმის კურსში არაა თურმე.
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo