ესე იგი რა მინდა გავიგო. როცა რომელიმე პროგრამას ვაყენებთ ის ყენდება C დისკზე, ხომ ასეა? მაგრამ ბოლო ხანებში წავაწყდი უცნაურ მოვლენას, კერძოდ მინდოდა დამეყენებინა პროგრამა ImageJ, ჩამოვტვირთე
მისივე საიტიდან და დავაყენე, მაგრამ ის C დისკზე ისე კი არ დაყენდა როგორც ყენდება ნებისმიერი პროგრამა, მაგალითად ასე:

არამედ სადაც ჩამოტვირთული მქონდა ამ პროგრამის zip ფაილი იქვე „ამოზიპდა“ და ფოლდერიც იქვე შეიქმნა. ანუ ეს ყოფილა ამ პროგრამის პორტაბელური ვერსია, მე კი ნამდვილად მჭირდება რომ ის ჩვეულებრივად C დისკზე დაყენდეს არაპორტაბელურ ვერსიად. რა ვქნა?