http://rustavi2.com/ka/news/42755პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - დავით ლორთქიფანიძე არჩევით თანამდებობებზე მყოფ პირებზე მიანიშნებს
დავით ლორთიფანის სკანადალური განცხადება - ლორთქიფანიძემ რუსთავი 2-თან ინტერვიუში რამდენიმე მინიშნება გააკეთა, რითაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ფლობს გაცილებით მეტ ინფორმაციას სავარუადო ჩანაწერებთან დაკავშორებით. ინტერვიუში ლორთქიფანიძე ახსენებს მორალს და ასევე მოსალოდნელ არჩევნებს, თუმცა უცნობია რა ჩანაწერებზე საუბრობს ის.
დავით ლორთქიფანძემ თამაზ მიჭიაურის მიერ სკნანდალურ განცხადებასთან დაკავშირებთ კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მეჭიაურის პათოსს კონკრეტულად არ იზიარებს. თუმცა დასძინა:
„მე ვფიქრობ, საზოგადოებამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში არჩევით თანამდებობეზე, თუ ვინ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი არჩევნების გზით,“ - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
დავით ლორთქოფანიძემ მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რამდენიმე მინიშნება გააკეთა, რომლითაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ის ფლობს გაცილებით მეტ ინფორმაციას სავარაუდო ჩანაწერთან დაკავშირებით.
„იცით რა არის, პირადი ცხოვრება არის, რა თქმა უნდა, ხელშეუხებელი, არის პირადი ცხოვრება, მაგრამ არის მორალი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთქვი და ვიმეორებ, ყველა შეყვარებულს მხარს დავუჭერ, მაგრმა ორი შეყვარებული როცა არის ერთად, ამას მხარს ვერ დავუჭერ. ერთდროულდა ორი სხვადასხვა შეყვარებული თუ ჰყავს ადამიანს, მხარს ვერ დავუჭერ,“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
დავით ლორთქიფანიძემ ამ განცხადებას დაამატა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვისი მისამართით გააკეთა აღნიშნული განცხადება და აღნიშნა, რომ ეს არის მხოლოდ მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით.
-------------------
ძალიან გრძელი ცხვირი აქვს.
მაგარი არასექსუალურია.
2 შეყვარებულს მხარს არ უჭერს ბიჭი...