მოგესალმებით
ვსარგებლობ სილქნეტის LTE ინტერნეტით, როუტერი ZTE MF283
სანამ დავაყენებდი Windows 10-ს, მეყენა 7 და ჩვეულებრივად ყოველთვის ჩანდა WIFI Networks სექციაში.
იმის მერე რაც დავაყენე 10, პრობლემა მაქვს, ვერ აღიქვამს ამ როუტერს და მომიწია ავტომატურად დაკავშირების ჩაწერა WIFI known networks-ში და ლეპტოპის გადატვირთვის მერე კავშირდება მაგრამ ხანდახან 10ჯერ რესტარტი მიწევს რომ დაკავშირდეს. როუტერი ყველა სხვა დივაისში ჩანს ჩვეულებრივად (აიფონზე და ანდროიდზე). სხვა ლეპტოპით და ოპერაციული სისტემით არ მიცდია მაგრამ 7-ზე ეს პრობლემა არ მქონია არასდროს.
თუ შეგიძლიათ მომაგვარებინეთ ეს პრობლემა თორე კიბოს გამიჩენს