გია გაჩეჩილაძე მაკა ასათიანის წილს ყიდულობს - 7,5 მილიონი
2016-03-25 15:00:55 · ამობეჭდვა
ტელეკომპანია "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე, მაკა ასათიანის 25%-იან წილს ყიდულობს - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "პირWელი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით საუბარია 7,5 მილიონ დოლარზე. წილის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გია გაჩეჩილაძე მაკა ასათიანის მეუღლესთან, კოტე გოგელიასთან აწაროებს. წილის ყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია "პირWელს" გია გაჩეჩილაძემ დაუდასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ თანხის რაოდენობა სიმართლეს არ შეესაბამება. "მოლაპარაკებების პროცესში ვართ, დაგველოდეთ და ალბათ მალე გაირკვევა ყველაფერი. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თანხასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაქვთ",- აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ. დღეის მდგომარეობით, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის, ანუ 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილძეა, 25% მაკა ასათიანს ეკუთვნის.
http://pirveliradio.ge/?newsid=64216# მე როგორც მახსოვს მიშას მმართველობის პერიოდში გაჩეჩილაძეს 2 მილიონი ვალი ჰქონდა და ეს პრესაშიც იბეჭდებოდა. დღეს კი მაესტროს 55%-ი წილის პატრონია და 25%-ს ყიდვა უნდა.კი ამბობს,რომ 7,5 მილიონი არასწორი თანხა არისო,მაგრამ 100 ლარი რომ არ ეღირება მაესტროს 25%-ი აქციების პაკეტი ეგაც ყველას გვესმის.
ხო და პატივცემულებო,ვინ დგას ამათ უკან თქვენი აზრით?