ნებისმიერი კერძო კომპანია ადგენს წითელი ხაზების პროექტს, შემდეგ მერია, სპეციალური წარმოებით ამტკიცებს და რეესტრში რეგისტრირდება.
კი, შეიძლება მაცხოვრებლების ნაწილმა ისე გააკეთოს წითელი ხაზები, რომ მეორე ნაწილი აზრზე არ იყოს, რა ხდება.
თითოეულის თანხმობა ამას არ ჭირდება. წესდება ექნება თქვენს ამხანაგობას და იქ უნდა იყოს გაწერილი, როგორ ხდება წითელი ხაზების დადგენა,
არის თუ არა საჭირო კრება და ა.შ.
თუ ეს არ არის გაწერილი, მაშინ თავმჯდომარე იქნება უფლებამოსილი (და როგორც წესი ესეა, მხოლოდ თავმჯდომარესაც შეუძლია დამოუკიდებლად ქნას ყველაფერი)
პ.ს. ბევრ ძველ კორპუსზე ტექ.ბიუროში ინახება მისთვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის საზღვრები და წითელი ხაზებიც
ამის მიხედვით დგება. მეორეც, თბილისის მერიაც ბევრ რამეს ითვალსიწინებს, როცა ამ ხაზებს ადგენს..
ასე რომ, მაცხოვრებლებს როგორც უნდათთ, ეგრეც არ გამოდის, თუმცა რაღაც ლავირება ტერიტორიით შეუძლიათ,
თუ ამის საშუალებას იძლება მიწის ნაკვეთი
This post has been edited by carvera on 1 Apr 2016, 12:01