საქართველოს სანაპირო ზოლზე შავმა ზღვამ 50 დელფინი გამორიყა. ინფორმაციას აჭარის მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს.
მისი განცხადებით, სარფი-განმუხურის მასშტაბით - 19, მხოლოდ აფხაზეთის სანაპიროზე კი 20-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.
სპეციალისტების განმარტებით, ძუძუმწოვრების სიკვდილიანობის მიზეზი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ზღვაში პერიოდულად წლების განმავლობაში აქტიურდება.
წყარო ეს მართლა საშინელბაა. მართლა გული მეტკინა ამ ამბავზე დელფინები ძალიან მიყვარს. რაამბავია ამდენის ერთად დახოცვა
რა შეიძლება გაკეთდეს ან ხელისუფლებამ გააკეთოს რამე? მართლა მაინტერესებს შეიძლება ამ საკითხის ასეთუისე მოგვარება? მე ვერ ვერკვევი საერთოდ ასეთ საკითხებში
ბიძინ ხეს რო გაიტან ნაპირზე იქნებ რამე მოიფიქრო სასწრაფოდ და უშველო. იმედია ამ დახოცილ დელფინებს არ აიღებ და არ გადარგავ შენი ზვიგენის მუცელში. მათ გამოსაკვებად რაც არ გამიკვირდება
მართლა რა შეიძლება ვუშველოთ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. ადამიანურად ვხსნი თემას
This post has been edited by helle on 26 Mar 2016, 18:30