საქართველო, წიგნიერების დონის მაჩვენებლით, 61 ქვეყნიდან 51-ე ადგილზეა, ამბობს 2016 წლის გამოკვლევა, რომელიც ცენტრალური კონექტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ჯონ მილერმა და მისმა გუნდმა ჩაატარა. ყველაზე წიგნიერი ქვეყნების პირველ ათეულს სათავეში ფინეთი უდგას, ყველაზე ბოლო ადგილზეა ბოტსვანა.
წიგნიერება არ ნიშნავს მხოლოდ წერა-კითხვის უნარს, ის თავის თავში არაერთ კომპონენტს მოიცავს. პროფესორ ჯონ მილერის ჯგუფიც მსოფლიოს ქვეყნებში წიგნიერების დონის შესწავლისას ამ მაჩვენებელს ხუთი სხვადასხვა კატეგორიის 15 ცვლადის მიხედვით ზომავდა. მკვლევართა გუნდი სწავლობდა კონკრეტულ ქვეყნებში ბიბლიოთეკების მდგომარეობას, ქვეყანაში გამომავალი გაზეთების რაოდენობას, ინტერნეტსა და პერსონალურ კომპიუტერებზე ხელმისაწვდომობას და ა.შ., ანუ ყველაფერ იმას, რითიც ქვეყანამ წიგნიერების მაღალ დონეს უნდა მიაღწიოს. კვლევისას PIRLS-ის (წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების უნარი, გაიაზრონ წაკითხული) და PISA-ს (საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 15 წლის მოზარდების მიერ სკოლაში შეძენილი ცოდნა და უნარები) საერთაშორისო ტესტების შედეგებიც შეაფასეს. შედეგად, საქართველოს 61 ქვეყანას შორის 51-ე ადგილი ერგო. როგორც განათლების მკვლევარები ამბობენ, ეს არცთუ ისე სახარბიელო შედეგია.
„ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ უსიამოვნო შედეგია, რადგან ჩვენზე ბევრად წინ არის ბევრი ქვეყანა, მათ შორის, პოსტსაბჭოთა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, რუსეთიც, რომელიც 27-ზე ადგილზეა. თუმცა, ამავე დროს, ეს შედეგი დიდად არ უნდა გაგვიკვირდეს. ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი საკმაოდ ახლოს დგას იმ რეალობასთან, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს სწორედ წიგნიერების თვალსაზრისით.
წიგნიერების შესახებ კონექტიკუტის უნივერსიტეტის მიერ მომზადებული გამოკვლევის თანახმად, წიგნიერი ქვეყნების რეიტინგში პირველი ადგილი ფინეთს უჭირავს. მას მოსდევს ნორვეგია, ისლანდია, დანია, შვედეთი, შვეიცარია, აშშ, გერმანია, ლატვია, ჰოლანდია. რუსეთი 27-ე ადგილზეა. საქართველოს შემდეგ კი მოდიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ტუნისი, მალაიზია, ალბანეთი, პანამა, ტაილანდი და ა.შ.
ონლაინ მოკვლევისას კი წავაწყდით განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის მოკლე კომენტარს: ონლაინ პორტალ Aris.ge- განათლებასთან საუბარში მან თქვა, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ამ კონკრეტულ კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია. მისი თქმით, ბოლო საერთაშორისო კვლევა საქართველოში 2009 და 2011 წლებში ჩატარდა. განათლების სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საქართველომ უარი თქვა მსგავს კვლევებში მონაწილეობაზე, როგორც სანიკიძე ამბობს, „ცუდი შედეგების გამო“.
http://www.radiotavisupleba.ge/content/dam...i/27635118.htmlახლა იტყვიან ამდენს რა წეიკითხავსო
ვინც წაიკითხავს, იმან თქვას რა გვეშველება.
ისე კი ენების პრობლემაა თორე რა უნდა წიგნიერების დონეების გარკვევას,
გადახედე ქვეყნების მთავარ პოლიტპორუმებს და შეადარე ინწილექტი, თემების შინაარსი, ხარისხი და ა. შ.
ქართულს, ინგლისურს და ღრუსულს რო ვადარებ იასნათ მესამე საპატიო ადგილზე ვართ.
This post has been edited by 7171 on 26 Mar 2016, 19:57