აჩრდილი7
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 216581
რეგისტრ.: 31-March 16
|
#47429602 · 31 Mar 2016, 17:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰო, მართალია __ ჯერ იყო სიტყვა.. სიტყვაა საწყსისი ყველაფრის. ჯერ სიტყვაა საქმე და მერე საქმეა საქმეო __ უთქვამს კოსტიასაც. სიტყვას შეუძლია მოგარჩინოს, განკურნოს ან დაგაავადოს, მოგკლას.. სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს ეს დიდმა შოთამაც ხომ გვითხრა __ გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარიო.. ჰოდა თუ ამხელა მნიშვნელობა აქვს სიტყვას, როტომღა არ ვამბობთ სიმართლეს?! სწორად აწონ-დაწონილი, სწორად ნათქვამი სიტყვა ხომ საწინდარია მომავალში სწორი ქმედების?!.. განკურნება-დაავადმყოფებას მივუბრუნდეთ.. არის ახლა ერთი ამბავი ერთსქესიანთა უფლებებზე.. არადა რეალურად მათ არც ადამიანურ, არც საზოგადოებრივ და არც სამართლებრივ უფლებას არავინ არვევს.. მაშ რატომაა ასეთი ხმაური ამ საკითხის გარშემო? ვფიქრობ აქაც თავიდათავი ისევ სიტყვაა.. უპირველეს ყოვლისა ის უნდა გავარკვიოთ ეს ერთსქესიანთა ურთიერთობა რა "ხილია".. ყველამ ვიცით, რომ ადამიანი რომელიც ვერ ხედავს __ სიბრმავითაა დაავადებული, ასევეა რომელსაც არ ესმის __ სმენადაქვეითებულია, ავადაა ესეც.. ასეა ადამიანი რომელიც ვერ დადის, ხეიბარია __ ესეც ავადმყოფია.. ასეა ყველა ის ადამიანი რომელსაც მისი სხეულის რომელიმე ნაწილი ბიოლოგიურად სათანადოდ არ უფუნქციონირებს__ ავადმყოფია.. ყველა მათგანი საზოგადოების თანაბარმნიშვნელოვანი ნაწილია და ყველა მათგანს საზოგადოება და სახელმწიფო სითბოთი და მზრუნველობით ეკიდება და არის მუდმივი მცდელობა მათი განკურნებისა.. დედამიწაზე თუ რამ სულიერი დაბადებულა, მისი უპირველესი ბიოლოგიური ფუნქცია არის გამრავლება, და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ავადაა ისიც __ ან ფიზიკურად ან ფსიქიკურად.. გარდა ამისა, არის კი ამ ქვეყნად რაიმე იმაზე დიდი სიხარული და ბედნიერება, ვიდრე საკუთარი პირმშოს შეძენა, მისი გულში ჩახუტებაა?! თუ ამას ადამიანი ფიზიკურად ან ფსიქიკურად ვერ ახერხებს, ავადაა ისიც.. და ვფიქრობ ასეთ ადამიანს ის კი არ უნდა ვუთხრათ, შენ ჯანმრთელი ხარ და იყავი ასეთი თუ გინდაო, ეს შენი ნება და უფლებააო, არამედ, თუ მისთვის სიკეთე გინდა, უნდა უთხრა ავად ხარ, მაგრამ შესაძლებელია ამისგან განკურნება და მეც, მეგობრებიც, ნათესავებიც და მთელი საზოგადოება გვერდით დაგიდგებით და დაგეხმარებითთქო.. ათიდან ორის განკურნებაც რომ მოხერხდეს, განა მადლი არაა?!.. უფრო მეტიც, თუ ვინმეს აქვს მიდრეკილება ამ დაავადების მიმართ, მააგრამ ჯერ არ არის დაავადებული, იქნებ დროული ჩარევით ავარიდოთ ისინი ამ სენს და ამ განსაცდელს?! მაგრამ ამ დროს არიან ადაიანები, ადამიანთა ჯგუფები, ორგანიზაციებიც კია შექმნილი, რომლებიც იმას ამტკიცებენ, რომ ეს ადამიანები ასეთებად დაიბადნენ და მათ არაფერი ეშველებათ, ასეთებად უნდა დარჩნენო.. საიდან მოდის ეს?!!! ჯერ არ ყოფილა დაავადება, არც ანომალია რომელიც თუნდაც დაბადებიდან რომ სჭირს ადამიანს, მის წინააღმდეგ არ ებრძოლოს საზოგადოებას და კაცობრიობას, თუნდაც სრულიად უიმედო მდგომარეობაც რომ იყოს.. ვინ დაასკვნა რომ ეს უკურნებელია?.. არადა მაშინ, როდესაც მრავლად გვაქვს ფაქტები, ასეთი ადამიანების განკურნებისა __ სულიერი მამების, ფსიქოლოგების და სხვათა შრომის შედეგად.. ვფიქრობ პასუხი ისევ თავშია __ სიტყვა!!! სიტყვით __ ზოგი ტელევიზიიდან, ზოგი პრესიდან ან ინტერნეტიდან არწმუნებენ ამ ადამიანებს, თქვენ ასეთები ხართ და (უფლება გაქვთ) ასეთებად უნდა დარჩეთო.. სწორედ ამ სიტყვის თავისუფლებას მოითხოვენ ეს ჯგუფები, რომლებიც თავად არ არიან დაავადებულნი, მაგრამ თავიანთი სიტყვით და ქმედებით ცდილობენ ის ადამიანები დატოვონ ავადმყოფებად.. ეს სიტყვა ბოროტისაგანაა.
This post has been edited by აჩრდილი7 on 31 Mar 2016, 17:05
|