sony2005რა ამაო გამოდგა შენი ღვაწლი და რა ხანმოკლე - ჩემი სიხარული...
თვით ტრიუმფის სპეცშელოცვაც კი გამიუქმდა...
ასე რომ, რევოლუცია გარდაუვალია!
ამ დღეებში, როცა უკვე სრულქმნილნი პირმშონი ჩემი გენიისა მარქვიან "ჰოი, დიადო ჩვენო შემოქმედო! სად არის ჩვენი საკადრისი დამცავი ზეთოვანებაო?" მე ვიქმნები მჭმუნვარე ოდენ და მრისხანება დაიწყებს ჩემს ძარღვებში სისხლის ადუღებას, ვითარცა მოსკვიჩის რადიატორი წყალს აღმართზე...
და ვიქმნი მე რევოლუციას დიადსა და საჰარაკოს, რამეთუ მომეცა ზეცითგან ნიშანი "ჩაფლავდეს ყოველი შენი საქმე და შრომანი თავდაუზოგავნი, უკეთუ ქვეყნად არ იყოს სამართალიო!"
ახლა კი თავს უფლებას მივცემ გავასაჯაროო ის მიმოწერა, რომელიც ე.წ. მწარმოებელთან მქონდა:
ოდენ ატაცებულმან მივსწერე ესე:
"სად შემიძლია თქვენი დამზადებული ზეთის ყიდვა? მთელი ელიავა მოვიარე და ტუნგოს ზეთი ვერსად ვიშოვე... უცხოურ ნაწარმს ვეძებდი და დღეს შემთხვევით გავიგე, რომ თქვენც აწარმოებთ, რამაც ძალზედ გამახარა!"
პასუხმაც არ დააყოვნა და მკითხეს, რა რაოდენიბით გნებავთო?
მეც გულუბრყვილოდ ვუპასუხე:
"ჯერჯერობით ცოტაოდენი მინდა, 1, 2 ან 3 ლიტრა, რადგანაც ახლა ვიწყებ ელექტროგიტარების დამზადებას და ჯერ ბევრი არ მჭირდება... თქვენზე გაკეთებულ გადაცემას ვუყურე და არაფერია იქ ნათქვამი, რომ სადურგლო საქმეში ტუნგოს ზეთი სუფთა სახითაც საუკეთესო რომ არის და დურგლებისთვის დეფიციტური საქონელი რომ არის... ჩემი ნომერია 599 XX XX XX თუ გაქვთ თბილისში მოწოდების საშუალება, ნებისმიერ დროს შემეხმიანეთ, რადგანაც დღის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ვატარებ, სადაც კომპიუტერი არ მიდგას..."
გავიდა 24 საათი, მაგრამ პასუხად დუმილი... და მივხვდი, რომ გურჯული ბიზნესგარემოს გაუთვალისწინებლობა ჩემი მხრიდან შეცდომა იყო... და მივწერე:
" ვიცი, რომ "1, 2 ან 3 ლიტრის" მაგივრად გერჩივნათ "1, 2 ან 3" ტონა წაგეკითხათ, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუკი
ამის გამო პასუხის ღირსადაც არ ჩამთვლიდით? ჩხოროწყუში რომ ჩამოვიდე, არც მანდ არ მომყიდით მცირე რაოდენობით? თუ, მხოლოდ საექსპორტოდ აწარმოებთ?"
აქ უკვე იკადრეს პასუხის მოცემა, მაგრამ ნამუსზე ავარდნა მაინც ვერ შეძლეს:
"Gamarjobat Me Georgian Tung Oill idan var samwuxarod qarxana litrobit ar yidis zets cota did moculobazea saubari tumca samomavlo kontraqtze tu iqneba saubari shegvidzlia kompaniis mflobelebs sawyis etapze dabal odenobaze movelaparakot. fasi 10 dan 15 dolaramde meryeobs. gaachnia vin iyidis da ramdens."
აჰათ, ჩემო ბატონებო და ქალბატონებო! "ლიტრობით არ ჰყიდიან" ნიშნავს ერთადერთ რამეს - პროდუქცია არ იწარმოება ქართველი მომხმარებლისთვის, თუ არადა მანახეთ დურგალი, ან თუნდაც სადურგლო ცეხი, რომელიც ტონობით ყიდულობს ლაკ-საღებავებს!
მათი პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ უცხოური კონპანიებისათვის (რატომღაც) და პრინციპულად არ აპირებენ ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას... შეგიძლიათ, იფიქროთ, რომ იქნებ ისე აქვთ აწყობილი დაფასოების კონვეიერი, რომ ცენტნერზე ნაკლებს ჯერჯერობით ვერ აფასოებენო? მაშინ უყურეთ ვიდეოს და ნახავთ, რა კონვეიერიც გაიფიქრეთ...
ჰოდა, მივხვდი რა, რომ რევოლუცია გარდაუვალია, ხოლო ღვაწლი გაწეული ოდენ ამაო, მივუსამძიმრე:
"გამარჯობათ! როგორც ვხვდები, თქვენი საწარმო ღვთის ნებით გახსნილა და წესებიც, თუ სად, რა ფასად და რა რაოდენობით უნდა გაყიდოთ თქვენი პროდუქცია, ზემოდან გეწყალობათ და აბა, ამის დარღვევა როგორ იქნება? აი, ჩემს საწარმოში კი, რომელსაც უკვე მალე შევქმნი და ახლა ჯერ მხოლოდ ტექპროცესის, პროცედურების ქრონომეტრაჟისა და მოდელების დამუშავება ხდება, სამწუხაროდ, მხოლოდ საკუთარ გონებრივ პოტენციალზე მიწევს დაყრდნობა და გამომდინარე აქედან, თქვენგანაც უპრობლემო ურთიერთობას ვიმედოვნებდი... ვწუხვარ, რომ შევცდი, თუმცა ეს არ არის ტრაგედია - საქართველოში ხომ ქართველისთვის ყველანაირი რესურსები შეზღუდული უნდა იყოს? მაგალითად, საქართველოში უმოწყალოდ იჩეხება ტყის მასივები და უცხოეთში ლიწინ-ლიწინით გააქვთ, მე კი იძულებული ვარ ან ბრაკონიერებისაგან ვიყიდო ძვირფასი ჯიშების მასალა, ან უცხოეთიდან მამასისხლად გამოვიწერო - ინფორმაცია აქ დამუშავებულ ხის მასალაზე სრულიად დახურული და ხელმიუწვდომელია... არა უშავს - აი გერმანელებზე რომ გაყიდით თქვენს ზეთს და ისინი ათას მამაძაღლობას რომ გაურევენ და ბევრად გაძვირებულს რომ შემოიტანენ უკან, იმათგან ვიყიდი... აბა რა, აბა რა? სხვანაირად როგორ იქნება? ჩვენ ხომ ქართველი მეწარმეები ვართ და მეტი საქმე არა გვაქვს, ერთმანეთს რამეში წავადგეთ, ხომა?
თანაც, რა აუცილებელია ტუნგოს ზეთით დამუშავდეს ჩემი გიტარები? მე თავად ხომ არ ვიდგები დაზგებთან და არ მომიწევს სკიპიდარის, აცეტონისა და ვაითსპირიტის სუნთქვა უცხოური ლაკის გადასმისას? ამისათვის, თქვენი არ იყოს, მეც მეყოლებიან მონები, ანუ გროშებზე მომუშავე ვიღაც საწყალი ტიპები, ხოლო ჩემს შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო საწყლები იქნებიან, რადგანაც მათ მოეთხოვებათ გარკვეული ინტელექტუალური მონაცემებიც: ხაზვისა და გეომეტრიის, და ასევე, გიტარაზე დაკვრის ცოდნაც...
აგერ, საერთო მეგობრებიც გვყოლია და თუკი ოდესმე შევხვდებით ერთმანეთს, უკვე ისე ვუგებთ ერთმანეთს, ვინძლო დავძმაკაცდეთ კიდეც!
ჰო მართლა - რახან თქვენი საწარმო, ღვთის ნებით, საერთაშორისო ობიექტად მოიაზრება, დასავლეთის მეწარმეთა შორის მიღებულია პრაქტიკა, რომ თავიანთი ახალი პროდუქცია პრომოუშენისა და ტესტირების მიზნით რომელიმე პოტენციურ საწარმოს ფეშქაშად გაუგზავნოს და თუ თქვეს წესებშიც რაიმე ამდაგვარი მუხლი არსებობს, კი იცით ჩემი ნომერი და მისამართსაც გეტყვით: თბილისი, მცხეთის #9.
პატივისცემითა და კეთილი სურვილებით, ზურაბ წიკლაური.
P.s. პასუხის მოწერა აღარ არის საჭირო - ისედაც მიყვარხართ!"
აბა, ხომ არ ვაგინებდი?
მაინც მიპასუხეს:
"ise politikosobaze ar gifiqriat?"
ასე რომ, ჩემო კარგებო და კეთილებო! ბავშვები გაარიდეთ აქაურობას, რადგანაც მალე საშინლად გავაქტიურდები - ვინ დაალაგებს ამ ქვეყანას, თუ არა მე?
This post has been edited by Precursor on 26 Mar 2016, 19:30