ნაცსაბოტაჟნიკ (მავნებლური) პოლიტკისაგან განსხვავებით!!!!!
"თავისუფელი დემოკრატებთან" მიმართებაში გაორებული გრძნობა გამაჩნია.
ზოგი მომწონს, ზოგიც არა. ვიქტორ დოლიძე ისაა ვინც მუდამ მომწონდა. (მომწონდა ასევე ის გარდაცვლილიც, გვარი დამავიწყდა

)
---------
არ ვიცი, ეს განცხადება ჯოზეფ დაულის ოდესიდან დაუწერეს თუ თბილისიდან - ვიქტორ დოლიძე
26-03-2016 22:15 2592
თავისუფალი დემოკრატების წევრი, დეპუტატი ვიქტორ დოლიძე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის განცხადებს „ცუდს“ უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ მის მოსაზრებას ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესაძლო გადაწევის შესახებ, მის პარტიაში ყველა არ ეთანხმება.
ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ეს იყო ცუდი განცხადება. ჩემის აზრით, ეს არის რუსული ინტერესი, რომ დღეს საქართველომ არ მიიღოს ვიზალიბერალიზაციის პროგრამა. ეს ვიწრო პარტიული ინტერესების თემა არ არის, ეს არის თემა სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობის,“ - აცხადებს ვიქტორ დოლიძე და ჯოზეფ დაულის განცხადებას, რომ არჩევნების ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი, კატეგორიულად არ ეთანხმება.
ვიქტორ დოლიძე მოუწოდებს სახალხო პარტიის პარტნიორ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას, იმუშაოს ჯოზეფ დაულის პოზიციის შესაცვლელად.
„მე არ ვიცი, ეს განცხადება მას ოდესიდან დაუწერეს თუ თბილისიდან, მაგრამ ის კითხულობდა აშკარად ამ განცხადებას და მე ვფიქრობ, მან უნდა აგვიხსნას, რასთან გვაქვს საქმე. არანაირი კავშირი არჩევნებთან ვიზალიბერალიზაციას კავშირი არა აქვს,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ვიდეოც ლინკზეა
http://rustavi2.com/ka/news/42814