არა, ბრაუზერის ლოკალ სთორიჯი... ეხლა შევამოწმე და იყენებს ფეისბუქი ამ სთორიჯს. ამის დახმარებით გცნობდა სავარაუდოდ

მისამართის ველში ჩაწერ about:config
დააჭირე "I'll be careful, I promise!" ღილაკს
Search ველში ჩაწერე dom.storage.enabled
Value-ში იქნება დაყენებული true, დააჭირე ორჯერ სწრაფად როგორც ვინდოუსში ფაილის გახსნისას true სადაც წერია და გადაკეთდება false
როდესაც Value შეცვლილია და წერია false, გამორთულია სთორიჯი და ერთადერთი ამოსაცნობი გზა დარჩება ქუქის
თუ ჩართვა დაგჭირდება იგივეს გაიმეორებ, Value-ს დააყენებ true და ჩაირთვება
შემოწმება თუ გინდა რომელი საიტი იყენებს ლოკალურ სთორიჯს, შედი საიტზე რომლის შემოწმებაც გინდა (მაგალითად ფეისბუქი), დააჭირე Ctrl+Shift+K, გაგიხსნის კონსოლს, ჩაწერე localStorage და გაჩვენებს იყენებს თუ არა ეს საიტი ლოკალურ სთორიჯს და რა პარამეტრები აქვს დაყენებული. თუ არ იყენებს დაგიწერს Storage { length: 0 }, მაგრამ ასეთი საიტი იშვიათია რომელიც არ იყენებს. სადაც გუგლის რეკლამა ან ფეისბუქის ლაიქის ღილაკია, ყველა საიტი იყენებს ამ სთორიჯს, ასე რომ ზემოთ მოცემულ მაგალითს მიყევი და საერთოდ გამორთე.
ხო კიდევ Silverlight ფლაგინი თუ გიყენია ისიც გამორთე ისევე როგორც ფლეში ფლაგინებიდან.

ლოკალ სთორიჯით გიკეთებს თრექინგს. ერთადერთ შანსი ბრაუზერიდან შენი OS მონაცემების გაგების არის იუზერ აგენტი, დააყენე ზემოთ რომ დავდე ლინკი User Agent Switcher-ის და შეცვლი რაზეც გინდა.
gordas