სკოლაში გვასწავლიან საქართველოს ისტორიას უკვე მოძველებული მასალით და თეორიებით. ზღაპრებით და მითებით რომ არის გაჯერებული მაგაზე აღარაფერს ვამბობ. ყველაზე მავნებული და ცუდი არის ის, რომ ბავშვობიდან გვინერგავენ, როგორი დაჩაგრული ერი ვიყავით და ლამის ყველა სახელმწიფო ჩვენს გარყვანაზე და განადგურებაზე ოცნებობდა. მოკლედ, მსხვერპლის როლში ვართ სულ. ასევე, ჩვენი მთავარი პრობლემა, თურმე ყოფილა ის, რომ მოღალატეები გვყავდა ბევრი )))
საჭიროა, ჭეშმარიტებასთან მიახლოვებული ისტორიის სწავლება, სადაც ბავშვებს მიეცემათ საშუალება დისკურსიები გამართონ და თავად გადაწყვიტონ ვინ იყო დიდი მეფე და ვინ არა.
ახლა რამოდენიმე საკითხს შევეხები, რაზეც აუცილებელია გამახვილდეს ყურადღება.
პირველ რიგში ფარნავაზის ისტორიას თავისი ქუჯიანად და ანბანის შექმნიან, განძიანად- მიეწეროს, რომ დიდი ალბათობის -ეგ ყველაფერი არის მითი და ზღაპრები ))) ქრისტიანობის მიღების დროს 100 პროცენტით არ ვიცით იყო თუ არა მირიანი მეფე
თამარ მეფეზე ის ზეაღმატებული შთაბეჭდილებების შექმნაც უნდა დასრულდეს და მანდ უნდა იყოს დებატები ასე: მართლა კარგი მეფე იყო თამარი თუ არც ისე ))) დემნა უფლოსწულის თემაც უნდა იყოს კარგად წარმოჩენილი და რომ გვტენიან, თითქოს დემნა ცუდი ტიპი იყო, ეგ უნდა ამოვიღოთ. ფაქტია, რომ საშინლად მოექცენ დემნას, რომელიც კანონიერი მემკვიდრე იყო ტახტის.
გიორგი სააკაძის-ეს გმირის პოტრეტიც უნდა გადაიხედოს
ბავშვებს დავუსვათ კითხვა- ადამიანი, რომელიც საკუთარ ხალხის გენოციდში იღებდა მონაწილეობას და იმიტომ გადამოვიდა ქართველების მხარეს მისი განადგურების შესახებ რომ წაიკითხა, შეიძლება თუ არა ეგეთი კაცი იყოს გმირი ?
ერეკლე მეფის თემაც განსახილველია და ის ზღაპარი უნდა დასრულდეს ერეკლეს რომ სვა გზა არ ჰქონდა და ქართველები განადგურების პირას ვიყავით და რუსებმა გადაგვარჩინეს
უახლოეს ისტორიში კიდე იმდენი გვაქვს გასარკვევი კაი ტომების დაწერა შეიძლება მაგაზე )))