გირჩევთ, გასწავლით, დაგეხმარებით თუ შევძლებთ რასაკვირველია.
ამდენი "მაქ" არ ვარგა, მშვენივრად ჟღერს ქართულად "მაქვს".
"ხომდა" არ ვარგა, "ჰოდა" სჯობია.

კონტაქტებს რაც შეეხება: კონტაქტების მენიუში, უნდა იყოს პუნქტი თუ რომელი ჩანაწერი
გამოაჩინოს, სიმის, ტელეფონის, თუ ორივე. ნახეთ, შეიძლება მაგან უშველოს.
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.