მოგესალმებით ყველას
დიდი გამოცდილება არ მაქვს თემის გახსნის (

), მააგრამ თემის ეს იდეა ძალიან მომწონს და ვერ დავუშვებდი რომ არ გამეხსნა

დადგა ჟამი, როდესაც უნდა ჩავრთოთ ჩვენი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარი, დავანახოთ ერთმანეთს როგორ ვხედავთ ჩვენ მათ ფსიქოტიპებს და ასე გავხალისდეთ ამ მჭმუნვარე ცხოვრებაში
ჩემო კარგებო , ამ თემის რამდენიმე წესს გაგაცნობთ ,რომელიც უნდა რომ იცოდეთ :
თემა ეხება ფსიქგანყელ იუზერებს და შემოქმედებს,რომლებიც აქ ტრიალებენ უმეტესად და ასე თუ ისე გვაქვს მათზე გარკვეული წარმოდგენა :
„1.ფსიქგანყელი იუზერი გამოთქვამს სურვილს, რომ დახატონ ,შესაბამისად „შემოქმედი“ იუზერი ხატავს ამ ადამიანს ისეთს როგორიც წარმოუდგენია მას .
2.უმჯობესია თუ ნახატი იქნება პორტრეტი.
3. რამოდენიმე პორტრეტის დახატვის შემდგომ გადავდივართ მეორე იუზერზე, რომელიც ამ დროს რიგში დგას.
4. ამ თემის კიდევ ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი ისაა,რომ „ობიექტი“ დებს თავის ფოტოსურათს ბოლოს და შესაბამისად ვნახულობთ რამდენად დაემთხვა წარმოსახვა რეალობას. სამწუხაროდ უინტერესო იქნება თუ „შემოქმედი“ შექმნის იმ იუზერის ფსიქოპორტრეტს ,რომელსაც იცნობს რეალურად, რადგან ეს ფსიქოპორტრეტი კი არა პორტრეტი გამოდის.
5.მსურველი don_achoo-ს უგზავნის ფოტოს ( https://forum.ge/?act=Msg&CODE=4&MID=104396 )ამ ლინკზე, ჩვენი დონი ადასტურებს ფოტოს მიღებას და შესაბამისად იწყება იუზერის ფსიქოპორტრეტზე მუშაობა.
6.ხატვის დასრულების შემდგომ , იუზერი ან დონ აჩო დებს იუზერის ფოტოს.
6.“შემოქმედი“ შეიძლება იყოს ნებისმიერი პიროვნება.
7. თუ ვინმეს აქვს სურვილი რომ დახატონ დაწეროს თემაში და ჩავამატებ სიაში, პერიოდულად განვაახლებ თავისთავად. ფსიქოპორტრეტების შემქმნელების სიაში არიან ამ ეტაპზე :
PANTALONE
flying teapot
severuss
soffo
dryade
მსურველები :
chipmunk
Popusha
ჩიო დამიდასტურე რომ ეთანხმები წესებს და შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა..
წარმატებებს გისურვებთ , მე chipmunk ზე მუშაობა უკვე დავიწყე ^_^ მალე შემოვნარნარდები აქ და განახებ როგორი ხარ შენ ჩემთვის ..
განახებთ როგორი წარმომედგინა დაახლოებით დონ აჩო
წინასწარ გეტყვით , ხატვა ჩემი ძლიერი მხარე არაა , მაგრამ შევეცადე სახალისო ყოფილიყო და ახლოს წარმოდგენასთან..
შედეგი ძალიან განსხვავებული იყო მართალია, მაგრამ არაუშავს მთავარია თბილი გული აქვს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თამამად მეგობრებო , მემგონი ვიხალისებთ ძალიან ..
This post has been edited by soffo on 16 Apr 2016, 13:07