ახალგაზრდა ბიჭს რომელსაც მისივე თქმით, ქუთაისში, არაორდინალური ჩაცმულობის გამო პრობლემებს უქმნიან, დღეს იგი Kutaisit Today.com-ს რედაქციას ესტუმრა, იგი ამბობს რომ მასზე სიტყვიერათ ძალადობენ, მოქალაქე ასევე იხსენებს, თუ რა გადახდა რამდენიმე დღის წინ თავს, –„მაქვს განსხვავებული იმიჯი რომელიც ვფიქრობ რომ არ შეესაბამება ქუთაისის იმიჯს, და ამიტომ მექმნება პრობლემები ასევე, დიდ გაღიზიანებას იწვევს ჩემი საყურე, რომელსაც ასე ხშირად ვატარებ, გიორგი იხსენებს ერთ – ერთ შემთხვევას, რომელიც მას თავს სულ რაღაც 2 კვირის წინ გადახდა:
საუბრის სტილი დაცულია : –
” გავიხსენებ ერთ-ერთ ფაქტს, რომელიც ბანკში მოხდა. პიროვნებას ეტყობოდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. მე და ჩემი მეგობარი მასსზე ადრე შევედით რიგის დასაკავებლად. შემატყო, რომ არაორდინალურად მეცვა და მიმტკიცებდა რომ ჩემნაირ ქართველს არ შეეძლო რიგი მასზე ადრე დაეკავებინა. შემდეგ, როცა მას ადეკვატური პასუხი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ ქართველობა მხოლოდ სადღეგრძელოებში არ გამოიხატება, ჩემმა ნათქვამმა მისი მხრიდან აგრესია გამოიწვია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა. მე მივმართე ბანკის ერთ-ერთ დაცვის თანამშრომელს, რომ სიტუაცია განემუხტა, მაგრამ მან არაფერი მოიმოქმედა. იძულებული გავხდი, 112-ში დამერეკა და მიმემართა პულიციის თანამშრომლებისათვის. როდესაც ისინი ადგილზე მოვიდნენ, ჩემდამი უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს, ამის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშომლებმა გადაგვიყვანეს ქუთაისის III -ე განყოფილებაში, იქაც იგივე სიტუაცია დაგვხდა. ისინი კანონის ფარგლებში არ მოქმედებდნენ. მე და ჩემი მეგობარი დაგვკითხეს ფოიეში, პირდაპირ ბრალდებულის თვალწინ, რაც სრულიად მიმაჩნია რომ დაუშვებელია. ასევე თამბაქოს ეწეოდნენ ჩვენს პირდაპირ და ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეურაცხყოფაც კი მოგვაყენა. იმ თანამშრომელს უთხრა: ”ამგენს დავიხევ ###ზეო”.
რა მოხდა შემდეგ დაკითხვაზე ? შენ საუბრობ რომ პოლიცის უფროსმა მისივე თანმშრომელი უარყოო? იქნებ შენ ვერ ამოიცანი უწყების თანამშრომელი?
„ როდესაც მე ვკითხე განყოფილების ხელმძღვანელს იმ პოლიციელის სახელი და გვარი, ვინც მე „ყლეზე დახევა დამიპირა“ მან განმიცხადა რომ ის აქ არ მუშაობდა და აქ უბრალოდ დაკითხვაზე იმყოფებოდა. ცოტა უცნაურია, როცა ჩვეულებრივ მოქალაქეს პოლიციის ფორმა აცვია და ქამარზე იარაღი აქვს . შემდეგ ხელმღვანელმა გაიგო, რომ ერთ-ერთ რადიოში სტაჟიორი ვიყავი და ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბოდიში მოგვიხადა
შენ საუბრობ რომ პოლიციაში უწყების თანამშრომელმა ბოდიში მოგიხადა? ხომვერ დაასახელებ კონკრეტულად იმ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის სახელსა და გვარს ვინც ბოდიში მოგიხადა?
დიახ მომიხადა, და გვთხოვა, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ამის შემდეგ მან ჩვენი სახლში მიყვანა უზრუნველყო. თუმცა, როცა გაიგო რომ და მოდელი ვიყავი, მან თვითონ გვთხოვა, რომ მისი თანამშრომელი მიგვიყვანდა სახლამდე. ანუ მას გეი ვეგონე.
რას გულისხმობ თამამ ფოტოებში? როგორი ფოტოების იღებ? და რატომ გისწორდებიან?
„ თამამი ფოტოები ცოტა უხეში ნათქვამია. ფოტო ზოგადად ხელოვნებასთან ასოციერდება და მიმაჩნია, რომ ხელოვანი ვარ! ჩემი რჩევა იქნება იყავით ისეთი როგორიც ხართ, და ნურასდროს გახდები ისეთი როგორიც სხვას უნდა რომ იყოთ! დაიმახსოვრე, რომ შენი უფლებები მაშინ მთავრდება როდესაც სხვისი ილახება“-აცხადებს გიორგი ლაბაძე.
საუბრის დასასრული
http://kutaisitoday.com/quthaisshi-chacmul...lemebs-uqmnian/
მიმაგრებული სურათი