მოგესალებით!
მსურს შემოგთავაზოთ ერთ-ერთი პოპულარული თამაშის -
ჯოკერის ტურნირი ფორუმელთა შორის! მონაწილეების რაოდენობა განსაზღვრულია და უნდა შეადგენდეს 16 მონაწილეს.
გათამაშება დაიწყება
1 აპრილს. თამაშები გაიმართება 21:00 საათიდან - 23:00 საათამდე და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, მთავარია აღნიშნულ თემაში მოახდინოთ ტურნირზე რეგისტრაცია (მაგ: მსურს თამაში, მეც ჩამწერეთ, ვითამაშებ და ა.შ.)
გათამაშების პირველი კვირა - საკვალიფიკაციო რაუნდი, მონაწილეები ბრმა კენჭისყრით (https://www.random.org/ -ის დახმარებით) გადანაწილდებიან 4 კაციან მაგიდებზე.
ამ ეტაპზე
7 დღის განმავლობაში თითო ოთხეულმა უნდა
ჩაატაროს 7 პარტია. საუკეთესოები კი ჯამური ქულათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებიან!
გათამაშების მეორე კვირა - საკვალიფიკაციო რაუნდის გამარჯვებულები ითამაშებენ ელიტ-რაუნდში, მონაწილეები ბრმა კენჭისყრით (https://www.random.org/ -ის დახმარებით) გადანაწილდებიან 4 კაციან მაგიდებზე.
ამ ეტაპზე
7 დღის განმავლობაში თითო ოთხეულმა უნდა
ჩაატაროს 7 პარტია. საუკეთესოები კი ჯამური ქულათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებიან!
გათამაების მესამე კვირა - ფინალური ეტაპი. მონაწილეები ბრმა კენჭისყრით (https://www.random.org/ -ის დახმარებით) გადანაწილდებიან 4 კაციან მაგიდებზე.
ამ ეტაპზე
7 დღის განმავლობაში თითო ოთხეულმა უნდა
ჩაატაროს 7 პარტია. საუკეთესოები კი ჯამური ქულათა რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებიან!
თამაშები ჩატარდება
http://www.myjok.ge/ -ზე, სადაც აუცილებელია გქონდეთ ფეისბუქ ანგარიში.
თითოეული თამაშის შემდგომ მაგიდის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა
აუცილებლად უნდა დადოს პარტიის სქრინი, რათა დაფიქსირდეს რეზულტატი -
მაგ: პარტია 1 | იხ. მიბმული ფაილი
აუცილებელიათამაშის ტიპი 9-იანები
ხიშტი - 200
მაგიდიდან გასულ მოთამაშეს პარტიის ქულათა გრაფაში აუცილებლად დაწერება - 0, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა მიზეზით გამოეთიშა მონაწილე თამაშს
პ.ს. 16 მოთამაშეზე მეტი მსურველის შემთხვევაში ბრმა კენჭისყრით (https://www.random.org/ -ის დახმარებით) მონაწილეები დაიყოფიან პირველ და მეორე ლიგებში.
სეზონის დასრულების შემდეგ პირველი ლიგის 2 უარესი ქულების მქონე მოთამაშე ჩანაცვლებული იქნება მეორე ლიგის 2 საუკეთესო მოთამაშეთი
This post has been edited by SPIRIT CRUSHER on 28 Mar 2016, 01:57