#47422742 · 30 Mar 2016, 21:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავით საყვარელიძე პარასკევს დაკითხვაზე დაიბარეს 19:36 30-03-2016 დავით საყვარელიძე პარასკევს დაკითხვაზე დაიბარეს უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე პარასკევს დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც საყვარელიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, დღეს მას დაუკავშირდა პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დიმიტრი სუსი, რომელსაც საყვარელიძე პროკურატურის თანამშრომლების დაშანტაჟებაში ადანაშაულებს. საყვარელიძის თქმით, დაკითხვა ეხება 2 მილიონი აშშ დოლარის "გაქრობის" საკითხს. საპასუხოდ საყვარელიძემ მოითხოვა, რომ დაკითხვაზე დაბარების შესახებ ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნონ. "დაკითხვაზე უპრობლემოდ მივალ და დავეხმარები გამოძიებას", - წერს საყვარელიძე. დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან 29 მარტს გაათავისუფლეს.
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|