ატომური ბომბი, რომელიც ჰიროშიმაში 1945 წლის 6 აგვისტოს აფეთქდა და ქალაქი მიწასთან გაასწორა, 60 კგ გამდიდრებულ ურანს შეიცავდა. ბომბი ძალიან მარტივი კონსტრუქციის იყო – ერთი ურანის ნაწილი მეორესთან აფეთქებით იყო მიტანილი, რამაც კრიტიკული მასა და ატომური აფეთქება წარმოშვა. 1970 წლის შემდეგ და განსაკუთრებით აშშ-ს 2001 წლის ტერაქტის შემდეგ, მსოფლიო შეშფოთებულია, რომ ტერორისტებმა შეიძლება გამდიდრებული ურანი მოიპოვნონ და მსგავსი მარტივი ტექნოლოგიის, მაგრამ დამანგრეველი ძალის ატომური ბომბი შექმნან. 2014 წლის დასასრულისთვის, გამდიდრებული ურანის მარაგი 1,370 ტონად იყო შეფასებული. ეს მარაგი საკმარისი იქნება 20,000 ჰიროშიმაში ჩამოგდებული ბომბის გასაკეთებლად.
ჯეიმს მარტინის გაუვრცელებლობის შესახებ კვლევების ცენტრის ინფორმაციით, 2013 და 2014 წლებში რადიაციული მარაგის დაკარგვის 325-მდე შემთხვევა იყო. ამ შემთხვევებიდან, მხოლოდ რამდენიმეთი შეიძლება ატომური ბომბის გაკეთება, მაგრამ ეს ფაქტი არ ამცირებს ინციდენტის სერიოზულობას. ინციდენტების 70% პროცენტი აშშ-ს, კანადასა და საფრანგეთში მოხდა. რუსეთი-ამერიკის RRRFR (რუსეთის საკვლევი რეაქტორების დაბრუნება) პროგრამის ფარგლებში, ქვეყნების მიზანია გამდიდრებული ურანი თავდაპირველი ქვეყნის გამოკვლევების ცენტრში დაბრუნება, რათა მსოფლიოში ატომური რისკი შეამცირონ.
ამ ინიციატივის დანერგვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია პოლონური რეაქტორი „მარია“, რომელმაც ახალი ტიპის საწვავის და რუსეთში წარმოებული ნაკლებად-გამდიდრებული ურანის გამოყენება დაიწყო. ამჟამად, პოლონეთის ატომური ენერგიის ინსტიტუტის ატომური კვლევის ეროვნულ ცენტრში განლაგებული ეს რეაქტორი, რომელიც ქალაქ შვერკთან მდებარეობს, ერთადერთი ატომური რეაქტორია პოლონეთის მთელ ტერიტორიაზე. მეორე ატომურ რეაქტორი „ევა“, 1995 წელს გაუქმდა, რადგან ვერ შეძლო ნაკლებად-გამდიდრებულ საწვავზე გადასვლა. „ევას“ და „მარიას“ რექატორებიდან რუსეთში 640 კგ-ზე მეტი გამდიდრებული ურანი შეიტანეს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს არის RRRFR პროგრამის ყველაზე დიდი ნაწილი,რაც აქამდე შესრულებულა. ნაკლებად გამდიდრებულ საწვავზე უნგრეთის, ვიეტნამის, ლიბიის, უზბეკეთის, უკრაინის და ჩეხეთის საბჭოთა ტიპის რეაქტორებიც გადავიდა.
რუსეთმა 2013 წელს ტრანზიციის დასაწყებად ნაკლებად გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყო. რუსეთი-ამერიკის პროგრამის ფარგლებში, რუსეთმა საბჭოთა ტიპის რეაქტორებიდან თავის ტერიტორიაზე 2,529 კგ ატომური საწვავის (ახალი, გამდიდრებული ურანი) მოახერხა. სანაცვლოდ, აშშ-მ თავის ტერიტორიაზე 1,390 კგ ურანი უნდა დააბრუნოს. RRRFR პროგრამა ატომური უსაფრთხოების საერთაშორის სამიტის დღის წესრიგშიც არის აღნიშნული, რომელიც უახლოეს დროში ვაშინგტონში უნდა ჩატარდეს.
პროგრამა იმ ქვეყნებს მოიცავს (ბელორუსი, ბულგარეთი, უნგრეთი, გერმანია, ყაზახეთი, ლატვია, ლიბია, პოლონეთი, სერბეთი, რუმინეთი, უზბეკეთი, უკრაინ, ჩეხეთი, ვიეტნამი), სადაც საბჭოთა კავშირის დროს რეაქტორები იქნა აშენებული. 2015 წლის ბოლოს რუსეთმა საქართველოდან მთლიანად გაიტანა გამდიდრებული ურანი, 2014 წლის ბირთვული სამიტის კომუნიკეს შესაბამისად. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, გიგლა აგულაშვილის თქმით, საქართველოში გამდიდრებული ურანი აღარ არის და ეს უსაფრთხოების მხრივ კარგი პროგრესია. მანამდე ურანი თბილისის გარეუბანში მდებარე იზოტოპების ინსტიტუტის მიერ იყო გამოყენებული. რუსეთი აქტიურ მონაწილეობას იღებს გამდიდრებული ურანის განმეორებითი გამოყენების აღკვეთაში, თუმცა 31 მარტის სამიტში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. რუსეთის პრიორიტეტი, IAEA-სთან (საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო) ურთიერთობაა.
ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, მათ შორის პრეზიდენტი ობამა და პრეზიდენტი მარგველაშვილი დაესწრებიან.
http://www.euronews.ge/archives/3457მოიცა ჩვენ რა გამდიდრებული ურანი გვქონდა