2000 წელია.ედიკას დრო ჯერ ისევ მყარად დგას ფეხზე.მამაჩემი და მისი ამხანაგები,საბჭოთა კავშირში დაბადებული და მშობლების ხარჯზე მეტ-ნაკლებად უზრუნველად აღზრდილი ბიჭები,სწავლა-განათლებით თავი რომ არადროს შეუწუხებიათ.უპასუხისმგებლო,გართობის მოყვარული ე.წ. ხულიგნები და ნუ მოკლედ ზრდასრულობაში იმ ავადსახსენებელი 90-ანების დაკარგული თაობის წარმომადგენელებიც იქცნენ.ყველა ამ ღირსებასთან ერთად იყვნენ ფხიანები,სწორ დროს სწორ ადგილას ჩნდებოდნენ და მაქსიმალურად იყენებდნენ შანს,რაც გამოიხატა იმით,რომ ადვილად "დაუძმაკაცდნენ" გვერდზე ქუჩაზე მცხოვრებ თანამდებობასარდავასახელებ დირექტორის შვილს.(ეს თანამდებობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის თლა უფროსობაა.წინა ხელისუფლების მოსვლის მერე ამ თლა უფროსს მილიონები მიატანინეს ბიუჯეტში,მაგრამ ამის გამო დარდისგან არ მომკვდარა).ეს შვილი,ბიჭი.წყნარი,მშვიდი და ცოტა არ იყოს ინფანტილიზმის თვისებებით შემკული.სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება მისი პლიუსი ნამდვილად არ იყო და ვერც ახალი მეგობრების ნამდვილ მიზანს მიხვდა

ერთი ბუნჩულა ბიჭი იყო,ფორესტ გამპის ტიპაჟი რა.დირექტორს უნდოდა განათლებული შვილი ყოლოდა და იმ დროისთვის გამართლებული მეთოდითა და მამაჩემის დახმარებით,ვიღაც-ვიღაცების პატივისცემის შემდეგ ინგლისურის გამოცდაში კაი 4ანი მიაღებინეს.ბევრი მოდნი სამაჯური და ბეჭედი ეკეთა ხოლმე და მთავარი - 3 ჯვარი.ლეგენდა დადიოდა,რომ ამ სამიდან ერთი ნამდვილი ვერცხლის იყო,მეორე ოქროში ამოვლებული,მესამე კი როგორც თვითონ ამობდა - უბრალო,მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.მოკლედ,ფაქტობრივად ტუზი დაეცა საძმაკაცოს,უდარდელმა ცხოვრებამ ახალი მასშტაბები მიიღო და დირექტორის საწყალი ბიჭიც აქტიურად "იწველებოდა".
გავიდა ხანი და როგორც ხდება - ამ ჩვენს დირეხტორის შვილს შეუყვარდა გოგონა.მაშინ სად იყო სოც ქსელები და საკომუნიკაციო საშვალებები.პირადად სიყვარულის ახსნა რთულ პროცესად მიიჩნია,ან უბრალოდ უფრო რომანტიკულ ხერხს მიმართა - წერილი დაუეწერა.დაწერა,მაგრამ იმდენს მიხვდა,რომ რაც არ უნდა რომანტიკული წერილი ყოფილიყო,ვის რათ უნდიხარ,თუ ელემენტარულ გრამატიკულ შეცდომებს უშვებ?!დაფიქრდა ეს დირექტორის შვილი და საშველად ისევ მეგობრები იხმო.მამაჩემმა ინიაციატივა გამოიჩინა და წერილი ფილოლოგ დედაჩემს მოუტანა.დედაჩემს დაევალა ურთულესი მისია - წერილის გასწორება.
ერთის მხრივ წერილში არ უნდა დაკარგულიყო დირექტორის შვილის ხასიათი და ამასთან ერთად ამ ნაწერისგან ისეთი მიმართვა უნდა შეეკოწიწებინა,რომლითაც ყველაზე უპრინციპო გოგოც კი დაინტერესდებოდა.
დედაჩემი ძალიან პროფესიონალურად მიუდგა საკითხს და კარგად მახსოვს ქართული ფილოლოგის მუდამ თანმდევი ატრიბუტით,წითელი კალმით როგორ ასწორებდა ნახევარ გვერდზე დაწყებითი კლასის მოსწავლის კალიგრაფიით დაწერილ ტექსტს.
ბოლოს როგორც იქნა რაღაც გამოძერწა ამ წერილისგან,გადაწერა ხელახლა და გაეგზავნა პოტენციურ საცოლეს.
გაამართლა ამ ოპერაციამ,გოგონა მოიხიბლა და ოჯახი შედგა
ახლა დირექტორის შვილს ცოლიც ყავს და შვილებიც.

ხოდა რატო მოვყევი
ვფიქრობდი ახლა და სადღაა ეს მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე დამყარებული დრო,ვინ დაგვიბრუნებს?
ვუყურებ ვთქვათ ამერიკულ ან ინგლისურ ფილმს და მამთქნარებს, ვუყურებ რუსულს და მითრევს, რატომ? © Xoshgeldi