მოკლედ რა ხდება
კარგა ხანია ვყიდი სხვადასხვა მომსახურებას eBay-ზე. ტელეფონის კოდებს, gift ქარდებსა და მოკლედ მომსახურებას რა, რომელიც იმეილის საშუალებით მიეწოდება მყიდველს.
ჰოდა ბოლო 2 გაყიდვაზე მყიდველს მივაწოდე პროდუქტი, იმანაც 100% feedback დამიწერა და მგონია, რომ ყველაფერი ჯუგრულად დამთავრდათქო.
2 დღის შემდეგ მომდის მეილი. unauthorized claim -ის შესახებ. მყიდველმა გახსნა case ფეიფალზე, რომ ვითომ მას არ გადაურიცხავს ამ ნივთისთვის და აქაუნთი გაუტეხეს. ფეიფალმა Held სტატუსში გადაიყვანა ეს ორივე ტრანზაქცია, 40$ და 90$ ტრანზაქციები და მომთხოვა დამედასტურებინა, რომ ნივთი ნამდვილად მივაწოდე.
მე რა თქმა უნდა ყველანაირი დოკუმენტი და მიმოწერაც კი ავუტვირთე, რითიც დასტუდრებოდა ჩემი სიმართლე. ეს მოხდა 9 მარტს.
დღეს კი Paypal-დან მომდის მეილი, რომ მე რადგან ვყიდი სერვისს ამიტომ ვერ ვისარგებლებ seller protection პროგრამით. შესაბამისად თანხა უკან დაუბრუნდა მყიდველს.
feedback უკვე დაწერილი მაქვს მყიდველზე, რომც არ მქონდეს რას შევცვლიდი.
ჩემი ნივთები მასთანაა.
რჩევა: ძალიან მომრავლდა სკამერი მყიდველები, მათ შორის ქართველებიც. ამიტომ ფრთხილად იყავით.
დიდი მადლობა Paypal-ს ასეთი მაღალი დონის სერვისისთვის.
This post has been edited by too1 on 28 Mar 2016, 16:12