#47417024 · 30 Mar 2016, 10:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"პალიტრა L"-ის გრანდიოზული გათამაშება იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "პალიტრა L"-იდან აცნობეს, პირველად საქართველოში გაიმართება გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია.
"გამომცემლობა "პალიტრა L" 31 მარტიდან 2 თვის განმავლობაში მკითხველს დიდ სიურპრიზს უმზადებს. ყველას, ვისაც უყვარს კითხვა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წიგნები, ვისაც უყვარს მოგება ან უბრალოდ სიურპრიზები, შესაძლებლობა ეძლევა მოიგოს - ავტომობილი, ერთკვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი, aipon 6s და 200 000 წიგნი. ეს არის პირველი გათამაშება საქართველოში, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია. რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ასეა. გათამაშება თავისი არსით უნიკალურია. ერთი, რომ წიგნებზე (მკითხველისთვის) მსგავსი მასშტაბის გათამაშება არასოდეს ყოფილა და მეორე, ზოგადად წამახალისებელი გათამაშებების ისტორიაში, პირველად ხდება, რომ ყველა ბილეთი იგებს და იგებს ყველაზე ღირებულ ნივთს – წიგნს", - აცხადებენ "პალიტრა L"-ში.
როგორც "პალიტრა L"-ში აცხადებენ, გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია, კერძოდ, მკითხველი 31 მარტიდან წიგნის მაღაზიებში ყოველ 20 ლარიან შენაძენზე (გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნებზე) ადგილზე მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს, გადაფხეკს გადასაფხეკ ველს და ყველა შემთხვევაში მოიგებს გარანტირებულ პრიზს, წიგნს.
აგრეთვე შეავსებს ბილეთის მეორე ნაწილს, ჩააგდებს წიგნის მაღაზიაში განთავსებულ სპეციალურ ყუთში და დაელოდება 29 მაისის მთავარ გათამაშებას, სადაც გათამაშდება 4 მთავარი პრიზი: ავტომობილი, ერთ კვირიანი საგზური ევროპაში, 3000 ლარიანი ავეჯის ვაუჩერი და აიფონ 6ს.
"აღსანიშნავია, რომ გარანტირებულ პრიზებში გამოტანილია "გამომცემლობა პალიტრა L"-ის ყველა წიგნი, მათ შორის, წიგნები ისეთი ბესთსელერი სერიებიდან როგორებიც არის 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ, სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული, "ლიბერთინსის წიგნები", ენციკლოპედიები, საბავშვო ლიტერატურა და სხვა. გათამაშების მთავარი სლოგანია #იკითხე და მოიგებ", - ნათქვამია განცხადებაში. გათამაშების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ როგორც სპეციალურ ვებგვერდზე -www.palitral.ge/lottery,, ასევე სოციალურ ქსელში ჰეშტეგით #იკითხედამოიგებ. გათამაშება გაიმართება 29 მაისს, 18:00 საათზე, ტელეკომპანია Palitra News-ისა და "რადიო პალიტრას" პირდაპირ ეთერში.
არ ჩანს ურიგო იდეა. ერთი ისაა რომ პალიტრის წოგნები ბოლო დროს აღარ მაინტერესებს. იქნებ ბედი ვცადო მაინც.
პ.ს. თუ რამეა წიგნებიც გავცვალოთ
--------------------
bye bye, bitches
|