#47421543 · 30 Mar 2016, 19:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მეგობრებო, ტელეკომპანია იბერიის მოთხოვნით, სამწუხაროდ მოგვიწია სერიალი "მძიმე დანაშაული / Breaking Bad"-ის საიტიდან წაშლა წინააღმდეგ შემთხვევაში, საიტის გათიშვით დაგვემუქრნენ. გვსურს რომ ბოდიში მოგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვისაც დაწყებული გქონდათ ყურება და ვერ მოასწარით დასრულება ვინც დიდხანს არის ჩვენთან ერთად, გემახსვორებათ, რომ ერთ-ერთი პირველი სერიალი იყო, რომელიც გავახმოვანეთ. Breaking Bad-ის გახმოვანება იყო უდიდესი სიამოვნება ჩვენთვის და ჩვენს მოგონებებში ყოველთვის ექნება ადგილი იმ ბოლო დაძაბულ ეპიზოდებს. მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომლებიც თვალს გვადევნებდით და უყურებდით ჩვენთან ერთად .
|