მთიან ყარაბაღში ვითარების დაძაბვას „რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელი სერგი კაპანაძე ეხმაურება. იგი მიიჩნევს, რომ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში საქართველოს კონკრეტული პოზიციის დაკავება მოუწევს.
„საქართველოს გადაწყვეტილება ექნება მისაღები შემდეგ საკითხებზე:
- ვატარებთ თუ არა რუსეთის ავიაციას ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთის დასახმარებლად?
- ვატარებთ თუ არა რუსეთის სამხედრო კონვოებს გიუმრის ბაზის გასამაგრებლად?
- ვატარებთ თუ არა თურქულ ჯარებს, ან სხვა ტიპის დახმარებას აზერბაიჯანის მიმართულებით?
- თუ ვატარებთ, ფორმალური შეთანხმების, თუ არაფორმალური თანხმობის საფუძველზე?
- ვუხსნით თუ არა ჩვენს პორტებს სომხურ, ან აზერბაიჯანულ მხარეებს სამხედრო და სხვა ტვირთების მისაღებად?
- რა პოზიციას ვიკავებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ინიცირებულ რეზოლუციებზე?
- ვიღებთ თუ არა ლტოლვილებს და როგორ? რამდენს?
- როგორ ვიქცევით მედიაციის პროცესში? ვის მხარეს ვიჭერთ? ასეთ დროს ნებისმიერი პოზიცია, ან პოზიციის არქონა პოზიციის ქონას ნიშნავს.
- როგორ ვიქცევით ჯავახეთში რუსეთის მიერ აქტივიზირებული ქმედებების შემთხვევაში?
- ჰუმანიტარული დახმარებით ვის ვეხმარებით? რამდენი თაბხა გვაქვს ამისთვის გამოყოფილი?
- ვუთმობთ თუ არა ჩვენს ტერიტორიას საერთაშორისო სადამკვირვებლო და სხვა მისიებს, რომლებიც დაინტერესდებიან კონფლიქტში ჩარევით.
- ვახორციელებთ თუ არა მაღალი დონის ვიზიტებს და სად? რა თანმიმდევრობით?“, - წერს კაპანაძე სოციალურ ქსელში.
http://news.ge/ge/news/story/175565-kapana...-didi-albatobaaპასუხები თემაში
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!