essenბოლომდე წავიკითხე.
პორნოგრაფიაა

და აშკარად ავტორი გოგოს მომხრეა.
აი მე იგივე სტატიას სხვანაერად დავწერდი როგორც მშობლების მომხრე:
ნათიას სკოლის დამთავრებისთანავე, დიდი უბედურება დაატყდა მშობლებს თავს, ეროვნულ გამოცდებზე ჩაიჭრა. მას შემდეგ მისი მშობლების ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა,მშობლები ყველაფერს აკეთებდენ და ბევრი ფული დაახარჯეს რეპეტიტორებთან, ამ გომბიომ კი ამაგი არ დაუფასა და მთელ სანათესაოში შეარცხვინა. ნათია აცდენდა გაკვეთილებს და ბიჭებთან ერთად გულაობდა. მშობლებმა გადაწყვიტეს მეთოდი შეეცვალათ და სიმკაცრეში ნახეს გამოსავალი, სახლში გამოკეტეს,წიგნიდან თავის აწევა აუკრძალეს, მაგრამ ხელი არასდროს დაურტყმიათ. ნათია კი მაინც მშობლებს ადანაშაულებდა ყველაფერში გულის სიღრმეში. ერთხელაც მოწყენილი,უმიზნოდ მიუყვებოდა ქუჩას. ამ დროს გვერდზე მანქანამ დაუსიგნალა,ნათიამ უხალისოდ გახედა. მანქანიდან საჭესთან მჯდომი,მისი ყოფილი კლასელი თიკო მხიარულად უქნევდა ხელს. გოგონებმა ერთმანეთი მოიკითხეს,ნათიას ახსოვდა რომ თიკო უღარიბესი ოჯახიდან იყო და გაოცებულმა ჰკითხა: – ეს შენია? საიდან მანქანა?
თიკომ ხალისიანად გადაიკისკისა : – დავიმსახურე, ჩემი შრომით ვიყიდე.
სად მუშაობ ასეთ ადგილზე? – გაუკვირდა ნათიას.
სექს ინდუსტრიაში – ამაყად მიუგო თიკომ – მაგარი მაყუთი იშოვება ჩვენისთანა ახალგაზრდა გოგოებისათვის. შენც ხომ არ გინდა კარგი მანქანა და ბევრი ფული? – ეშმაკურად ჩაუკრა თვალი კლასელს. ნათიას ჩაუჯდა ეს აზრი ჭკუაში.
ნათია ყოველთვის უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით და ხშირად ამბობდა თავისთვის ნეტავ სადმე წამიყვანა ამ დაწყევლილი სახლიდან. სულ უფრო ხშირად ფიქრობდა თიკოზე,თუ რა ბედნიერად და უდარდელად დააქროლებდა მშვენიერ მანქანას. ერთ დღესაც გამწარებულმა და სულელმა გოგონამ თიკოს დაურეკა: – მეც მინდა შენთან, შეგიძლია დამეხმარო?გთხოვ წამიყვანე აქედან.
მეგობარმა მეორე დილით მოაკითხა. შენთვის კარგი ამბავი მაქვს – ახარა ნათიას – ქალიშვილი ხომ ხარ, ერთ ქალს ვიცნობ კარგ ფულად გაგაყიდინებს ქალიშვილობას, 10 000 დოლარს მაინც აიღებ. მეც ეგრე ვიშოვე საწყსისი კაპიტალი -სიცილით დაასრულა თიკომ.
მეგობრები ერთ შუახნის სანდომიან ქალთან მივიდნენ სტუმრად. მასპინძელი, ქალბატონი მაია, უაღრესად ზრდილობიანი და დახვეწილი მანერების მქონე აღმოჩნდა. მან კარგად შეათვალიერე ნათია,სახეზე კმაყოფილება დაეტყო: ყველაფერს მოვაგვარებთ,პასპორტი გაქვს?
არა – უპასუხა ნათიამ.
– დროს ნუღარ დავკარგავთ დღესვე წავიდეთ იუსტიციის სახლში.
პასპორტი დაჩქარებული წესით აიღეს. ქალბატონმა მაიამ, ერთი ორი საბუთიც გაუკეთა რამდენიმე დღეში ნათიას და შვეიცარიის საელჩოში შეიყვანა. 10 დღეში ვიზაც აიღეს.
– მოემზადე ზეგ ღამე ჟენევაში მივფრინავთ- უთხრა საელჩოდან გამოსულ ნათიას.
ნათიამ ეს ორი ღამე უძილობასა და ნერვიულობაში გაატარა, შიშით ელოდა ამ საბედისწერო მგზავრობის მოახლოებას. დანიშნულ დღეს ნათია სახლიდან გავიდა, აეროპორტში მისულმა დედას დაურეკა: -არ დამელოდო,მეგობარ თიკოსთან მივდივარ სტუმრად სოფელში,ცოტას დავისვენებ დედამისმა უარი განაცხადა: ვინ არის თიკო?! არც კი ვიცი. ახლავე მოდი სახლში. ნათიამ აღარაფერი უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
მეორე დღეს ნათია სირიაში აღმოჩნდა. იგი იქ #####ეს და თავი მოჭრეს..
შემეზარა გაგრძელება და უცებ დავამთავრე..
This post has been edited by გალე on 30 Mar 2016, 14:02
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.