საბოლოოდ დადასტურდა რომ კინოთეატრ "რუსთაველი"-ს ადგილზე სამორინეს და ტოტალიზატორს "ლიდერ-ბეთი" გახსნის. ჩვენი რამდენიმე დღიანი მცდელობის მიუხედავად კინოთეატრის ვერც ყოფილ და ვერც ამჟამინდელს მფლობელს ვერ დავუკავშირდით.
ობიექტის მიმართ რუსთაველების ყურადღება ყოველთვის იყო. ზოგი ისევ კინოთეატრის აღდგენას და ზოგიც უბრალოდ ახალგაზრდობისთვის გასართობი ცენტრის მოწყობას ითხოვდა. ფაქტია რომ შენობა გარკვეული ვადით აზარტული თამაშების მოყვარულებს დაეთმობათ, თუმცა საინტერესოა დაარსების დღიდან, 50 წლის მანძილზე როგორი "ევოლუცია" განიცადა კინოთეატრმა.
კინოთეატრი "რუსთაველი" რუსთავში 70-იანი წლების შუაპერიოდისკენ გაიხსნა, იმართებოდა ქართული და საბჭოთა კავშირის ქვეყნების კინო ჩვენებები. 90-იანების შუა პერიოდში ობიექტი საბავშვო თეატრს დაეთმო, ტარდებოდა სხვადასხვა კონკურს-ფესტივალები. 2000 წლიდან რამდენიმე წელი ობიექტი ფაქტიურად არ ფუნქციონირებდა, თუმცა სხვადასხვა სახის კონცერტები, კონკურსები და შეხვედრები იმართებოდა. კინოთეატრი კინოს დაახლოებით 2005 წლიდან დაეთმო, რის შემდეგაც ხდებოდა ახალი ფილმების საპრემიერო ჩვენებები, თუმცა იმის გამო რომ ბიზნესი არარენტაბელური აღმოჩნდა კინოთეატრმა ფუნქციონირება 2010 წლამდე შეწყვიტა. 2013 წლის ზაფხულში შენობას ცეცხლი გაუჩნდა, რამდენიმე თვეში კი "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ფუნქცია შეითავსა, საარჩევნო შტაბი იყო განთავსებული 2014 წელსაც. 2015 წლიდან დღემდე უფუნქციოდ იყო, ამჟამად კი ობიექტი სამორინეს და ტოტალიზატორს დაეთმობა.
პ.ს. ჩვენ ვეცადეთ რომ მაქსიმალურად გადამოწმებული ინფორმაცია გაგვევრცელებინა, თუ კონკრეტული თარიღი სინამდვილეს არ შეესაბამება მოგვწერეთ და ფაქტის შემთხვევაში აუცილებლად შევასწორებთ. აქვე ავღნიშნავთ რომ, ძველი ფოტოები გამოყენებულია საარქივო მასალიდან, რაც შეეხება პოლიციას "ქართული ოცნების" შტაბთან ფოტოები გადაღებულია აქციების პერიოდში. სამწუხაროდ 90-იანი წლების ფოტოები ვერ მოვიძიეთ.
წყარო: inforustavi
https://www.facebook.com/inforustavi/photos...?type=3&theater
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)