„დაიწყნარეთ ნერვები და ხელები მიმართეთ სათანადო მიმართულებით,“-ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ რესპუბლიკელ თემურ ებანოიძეს, რომელმაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზე შენიშვნები წარუდგინა.ბესელიამ ებანოიძის კრიტიკა არ მიიღო, რასაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირიხართ, თუ გინდათ გამობრძანდით და დაასაბუთეთ თქვენი ლოგიკა, რომელიც მე ვერ გავიგე, ხელებს ნუ იშვერთთქო გითხარით. დღეს მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით და ამ რეფორმას ეხლა არ ისმენთ პირველად,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიამ კამათის ბოლოს კიდევ ერთი რეპლიკა წარმოთქვა, რითიც რესპუბლიკელ დეპუტატთან დაპირისპირება პოლიტიკურ მოცემულობას დაუკავშირა.
"ეს პოლიტიკური მოცემულობა როგორ ცვლის ხალხს, შეიძლება ამ კანონზე ამდენი კამათი?"-აღნიშნა ბესელიამ.
http://rustavi2.com/ka/news/43319
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo