გუგუნი გრძელდება

ქუთაისი-გეგუთის მონაკვეთის მოდერნიზაცია–რეკონსტრუქცია დაიწყო
01 აპრ, 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ნიკეას ქუჩა–გეგუთის სატრანსპორტო კვანძის 4.1 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1459499227ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება
30 მარ, 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორმა ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1459321777--------------------------------------------------------------------------------------------------------------
წყალტუბო-ფარცხანაყანევის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
28 მარ, 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა წყალტუბო-ფარცხანაყანევის საავტომობილო გზის 5.7 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1459152930--------------------------------------------------------------------------------------
მდინარე ჭოროხზე სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
Updated about a week ago
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში, მდინარე ჭოროხზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.
სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე მდ.ჭოროხზე არსებული ხიდი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო კომუნიკაციაა. ის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს და ბათუმს უახლოესი ზღვისპირა სოფლებთან, გონიოს სანაპიროსთან და თურქეთის საზღვართან მიმავალ სხვა დასახლებებთან აკავშირებს.
აღნიშნული ხიდის სიგრძე 473, ხოლო სიგანე 11,5 მეტრია. პროექტით გათვალისწინებულია შუალედური ბურჯების გაძლიერება, საყრდენი ნაწილების გამოცვლა, მალის ნაშენის რეაბილიტაცია, სადეფორმაციო ნაკერების, სავალი ნაწილის, დაზიანებული ფილების გამოცვლა და ახალი ტროტუარების მოწყობა. ასევე, მდინარის კალაპოტის ფორმირება, ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ამჟამად, მიმდინარეობს ხიდის სავალ ნაწილზე დამცავი და შემასწორებელი ფენის დემონტაჟი.
რეაბილიტაციის შედეგად, გაუმჯობესდება საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 2 მილიონ 929 440 ლარია და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...21760071&type=3[IMG]https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/hphotos-ak-xap1/t31.0-8/12719174_1008260952581339_8680931749829944658_o.jpg[/IMG
-------------------------------------------------------------------------------------
შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება
Updated about a week ago
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში შუამთა–ჭყვიშის გზის რეაბილიტაციის ამსახველ ფოტომასალას გთავაზობთ.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის 4,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.1...21760071&type=3
---------------------------------------------------------------------------------
ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
15 მარ, 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
შიდასახელმწიფოებრივი გზის აღნიშნული მონაკვეთი რუსეთის ფედერაციის საზღვართან მდებარეობს და 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა.
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1458027256
----------------------------------------------------------------------------------------------------------
სამტრედია–გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს
12 მარ, 2016
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის 11,5 კილომეტრიან მონაკვეთზე (პირველი ლოტი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერა.
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1457779993
-----------------------------------------------------------------------------------------
აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალთან განახლებული გზა მიგვიყვანს
09 მარ, 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 6,2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და სოფელ საიმედოს ტერიტორიაზე გადის.
გზის აღნიშნული მონკვეთი 30 წელზე მეტია არ შეკეთებულა, რის გამოც ასფალტ–ბეტონის საფარი მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი.
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1457508983
https://www.facebook.com/georoad.ge/პოსტის ოქროს სპონსორია sony
გაგარძელება იქნება