პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საქართველოდან არ ატვირთულა - პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართაფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ბრიფინგი გაიმართა მთავარ პროკურატურაში. პრესკონფერენცია მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ გამართა.
მისი განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვა საქართველოდან არ გამხორციელებულა.
როგორც მან აღნიშნა, საქმის სირთულიდან გამომდინარე პროკურატურამ დახმარებისთვის მიმართა აშშ-ის ფედერალურ ბიუროს. ამ თანამშრომლობის საფუძველზე კი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება აშშ-ს ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი.
"საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებულია 200-ზე მეტი საგამოიებო და საპროცესო ღონისძიება, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა. ამოღებულია სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 160 ერთეული CD და DVD დისკი, 26 კომპიუტერი, 37 მობილური ტელეფონი, 86 სიმბარათი, 53 მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი", - განაცხადა მამუკა ვასაძემ.
მისი ცნობით, პროკურატურა თანამშრომლობს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად.
http://rustavi2.com/ka/news/43284