დიმიტრი ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს
საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.
ქუმსიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში უკვე შეიტანა. მისი თქმით, მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს ქუმსიშვილი ემიჯნება.
"ლევან ყიფიანის მიმართ დიმიტრი ქუმსიშვილი გამოძიებას ითხოვს. კონკრეტულად ერთ აუდიოჩანაწერში ყიფიანი, ბუნებრივია, თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, ახსენებს ქუმსიშვილის სახელს და გვარს და თითქოს, მასთან შეთანხმებით, სთხოვს ომეგა ჯგუფს კონკრეტულ გარიგებას. დიმიტრი ქუმსიშვილის პოზიცია შემდეგია: სამართლებრივ ბრძოლას ვიწყებთ და მოვითხოვთ პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ იქნას დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა, თუ დადასტურდა ავთენტურობა", – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
მისივე თქმით, დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის ლონდონის სასამართლოშიც გაემგზავროს, თუ საჭირო გახდა და ჩვენება მისცეს.
"დიმიტრი ქუმსიშვილის სახელი და გვარი არაერთ ეპიზოდში ბინძურად არის გამოყენებული. როგორ რანაირად დაიგეგმა, ამაზე თავს შევიკავებთ", – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
პროკურატურის განცხადებით, დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის პროკურატურამ იბერიას საქმეზე, მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
https://on.ge/story/28158-%E1%83%93%E1%83%9...%83%95%E1%83%A1
სეგა მტერია. არ მიბაძო სეგას. მოკალი სეგა.
ანა-ბანა, ანა-ბანა, ვინ არს ბოზი ქოცისთანა, ჰე?!
ტიმ! შენ სისტემას უნდა ებრძოლო და არა მისი ნაწილი გახდე!
პოლიტიკა
3272 პოსტი ამ განყოფილებაში
( 93% ამ წევრის ჯამური პოსტების რაოდენობისა )