სიკვდილი აბსურდია, რომელიც გამოიგონეს გონიერების შესაბოჭად.
ადამიანებო, ცელიანი კაცი არ არსებობს. მასზე ფიქრი გონებას ახშობს. ნუ მისცემთ ნებას, არ არსებულს, დაეუფლოს თქვენს ფიქრებს.
ბნელი, არეული განწყობის ყველაზე საუკეთესო წამალი ჩვენს გონებაში შეგვიძლია მოვიძიოთ.
მოწყენილობის ჟამს ადამიანის ფიქრები უკიდურეს მხარეებში დაეძებენ ნუგეშს და ყველაზე ბნელ ჯურღმულებში სიკვდილს აწყდებიან.
პრობლემები, ერთფეროვნება, მარტოობის შეგრძნება, ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილებია.
მაგრამ არსებობს სიკეთე, სიხარული და გაღიმება (კიდევ კარგი რაღაცეებიც

))
მე ვებრძვი,სიკვდილს ჩემს გონებაში.
ცელიანი კაცი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, რომელიც შესაშინებლად გამოიგონეს.
ცხოვრების გზაზე ყველგან ვხვდები შესაშინებლად ჩასაფრებულ კაცს ცელით ხელში. არსებული შიში ხშირად ცდილობს იყოს ჩემი გონების სტუმარი, მე ის აუცილებლად უნდა ჩავანაცვლო კარგზე ფიქრით, ანუ წამალის მიღების დროა
ნუ მისცემთ უფლებას მოგწამლონ
"იცხოვრე ისე თითქოს ეს დღე უკანასკნელი იყოს შენს ცხოვრებაში" და ისიც არ დაგავიწყდეს, რომ შენ უკვდავი ხარ.
ისე ქარი მართლა არ მევასება

სულს მიფორიაქებს მაშინ როცა სახლში ვარ და დისკომფორტს მიქმნის, მაშინ როცა ის ცდილობს მაგრძნობინოს რომ ჩემზე ძლიარია.