ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას მიხეილ სააკაშვილი პუტინის პროვოკაციას უწოდებს
ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას მიხეილ სააკაშვილი პუტინის პროვოკაციას უწოდებს
დღეს, 15:10 1085
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას მიხეილ სააკაშვილი "ვლადიმერ პუტინის პროვოკაციას" უწოდებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი კონფლიქტის ზონაში მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის წლებია ემზადება.
კერძოდ, რუსეთი წლებია ინტენსიურად აწვდის შეიარაღებას ორივე მხარეს, დაჩქარებული ტემპებით დაღესტანიდან საქართველოს მიმართულებით ნაწილობრივ სამხედრო დანიშნულების გზაც კი გაიყვანა, რომელიც აზერბაიჯანში სწრაფი შეჭრის საშუალებას იძლევა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კონფლიქტის პროვოცირებით რუსეთი რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს მიაღწევს – დააწესებს კონტროლს იმ ტერიტორიაზე, სადაც აზერბაიჯანის ნავთობ და გაზსადენები გადის და ევროპა ენერგორესურსების ალტერნატიულ წყაროს დაკარგავს.
მეორე მიზანი კი, სააკაშვილის აზრით, მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, სადაც ივანიშვილის პრორუსული ძალა აგებს, საქართველოს რთულ ვითარებაში ჩაყენებაა.
მესამე მიზანი თურქეთია. ქვეყანა რომლის დასჯაც რუსეთს სურს, იძულებული ხდება ორ ფრონტზე ომში ჩაებას.
http://rustavi2.com/ka/news/43428