კოალიციის შემდეგ ეროვნულმა ფორუმმა უმრავლესობაც დატოვა. ეროვნული ფორუმის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აფასებენ.“კონცეტრირება ხდება ვინ რა სკამს შეინარჩუნებს, ამიტომ მე ამაზე კი არ ვნერვიულობ, ვნერვიულობ იმაზე, რომ ამ უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებს მოსახლეობის ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტში ახლა არის სრული ქაოსი და დეპუტატები ვერ გარკვეულან ვინ რას უჭერს მხარს.
“ახალი პოლიტიკური ცენტრი უმრავლესობას არ შეავსებს, შემიძლია ახლავე დავიფიცო დავიგინო, რომ ასეთი რამე არ მოხდება. პარლამენტში ახლა არის სრული ქაოსი, უმრავლესობის შიგნითაც არავინ იცის ვინ რას უჭერს მხარს და ვინ რას აკეთებს. რეალურად რღვევის პროცესს ვადევნებთ თვალყურს“ -განაცხადა ჯაფარიძემ.
http://rustavi2.com/ka/news/43522
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo