ვერ გაიგე...

არავითარი ირონია. პირდაპირ ამბობს სიტყვა "ადამ–ა"/ებრ./ რომ მიწისგანაა.
თუ ვინმე სერიოზულ ოპონირებას გაუწევს ჩემს პოსტს, ან უფრო ღრმა შეკითხვები დაებადება, ვუპასუხებ.
და საერთოდ, ეს ის თემაა რომელიც მოითხოვს ენის, როგორც სიცოცხლის ფენომენის აღქმის უნარს. აგრეთვე კულტურათა წარმომავლობისა და მათი მიზნის ცოდნას. კულტურათა საერთო საფუძვლის – კულტის რაობაში საკმაოდ საფუძვლიან ჩაღრმავებას.
ეტიმოლოგია სწორედ ის წყალია, რომელშიც თუ შეიარაღებული არ ხარ პირველ რიგში თანდაყოლილი მონაცემით /აქ–აღქმის უნარი/ და შემდგომ –ცურვისა და ყვინთვის ოსტატობით /აქ– კვლევის ღრმა შრეებში ჩასვლა/ –ვერ ამოიტან მარგალიტის ნიჟარას.
როგორც ჰერაკლიტეზე ამბობდნენ: "დელოსელი მყვინთავი უნდა იყო რომ მისი აზრების სიღრმეს ჩაწვდე."
და კვლავ ჰერაკლიტე: "იგი /ორაკული/ არ ამბობს, არც მალავს, არამედ გამოსცემს ნიშნებს" - სწორედ ასეა ენაც.
ენა არის ორაკული, რომელიც გამოსცემს ნიშნებს და სწორედ ეტიმოლოგიური წვდომით შეიძლება დადასტურდეს ის, რაც ისედაც ცხადია

როგორც ჰერაკლიტეზე ამბობდნენ - "მას ცოდნა არავისგან ქონდა/მიღებული/ არამედ თავისი თავიდან." მაიევტიკა...
ἔτυμον -ჭეშმარიტს, პირველადს ნიშნავს. ანუ ენაში არის ჭეშმარიტება/დაფარული/ რომელიც თანდათან სულ უფრო დავიწყებას ეძლევა.
თუ გავიხსენებთ ვოლტერს, რომელმაც თქვა:"ეტიმოლოგია ეს არის მეცნიერება, რომელშიც ხმოვნები არაფერს, ხოლო თანხმოვნები სრულიად არაფერს არ ნიშნავს"- დღეს უკვე ნათლად დავინახავთ რომ ეს იყო ბუნების მეტყველების გარიჟრაჟზე და ენისმეტყველების დაისში მდგარი ადამიანის განცდა.
სამწუხაროა რომ ადამიანს თავზე ენგრევა ენა -"ყოფიერების სახლი"/ჰაიდეგერი/ და ის ამას ვერ აცნობიერებს.
თქვენ გაინტერესებთ ადამის ეტიმოლოგია, მაგრამ რამდენად იცით ის, რისი მეშვეობითაც უნდა გაიგოთ მნიშვნელობანი?
თავად სიტყვა "ენის" ეტიმოლოგია იცით?
აქედან დაიწყეთ.