#48004845 · 5 Jun 2016, 01:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
PROTEST5
ბოჭკოს დამცავი გათალე. სათლელი ცერად უნდა გეკავოს, რომ გათალო. ერთხელ გაუსვამ და მთლიანად გაიტანს. მერე ეთილის სპირტში დასველებული საწმენდი ქაღალდით კარგად გაწმინდე და ბოჭკოს საჭრელი დანით (კოლოფის ფორმა რომ აქვს) გადაჭერი, თავს გაუსწორებს. კონექტორის გამომსხივარიდან ბოლომდე ზუსტად გადაზომე მანძილი, ეს მანძილი ბოჭკოზე დანიშნე. ბოჭკო ჩასვი კონექტორის ნახვრეტში მონიშნულამდე და ჯეკმეიკერივით რომ არის იმით დაპრესე. ძალზე ფაქიზად მოპყრობა უნდა, თორემ ბოჭკოს გულანა დაიბზარება და სინათლე გარეთ გამოვა. P.S. ერთ კონექტორზე ორი ბოჭკო თუ მიდის გადაცემა-მიღება რომელი რომელშია ეგენიც დანიშნე.
|