ძვირფასო თანაგანყელებო და თანაფორუმელებო,
ძველსაც და ახლსაც მოგეხსენებათ, რომ Forum.Ge გარდა იმისა, რომ მაღალინტელექტუალური სადისკუსიო სივრცეა, მის წიაღში ხდებოდა ასევე ადამიანების დამეგობრება, მწვადის წვა, ჩაქაფულის ხარშვა, ჭიქა ღვინის აწევა ვახტანგურად, კოცნა და მტლაშა-მტლუში. თითქმის ყველანი ვყოფილვართ ასეთ შეკრებებზე და დღემდე მოგვყვება ფორუმულ ტუსოვკებზე მიღებული ძმობისა და ერთობის, სმა-ჭამისა და კოცნა-ხვევნის მადლი. ჩემდა და თქვენდა სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს დაპირისპირებებს უფრო მეტ დროს ვუთმობთ, ვიდრე ხორაგით სავსე სუფრის გარშემო მრავალჟამიერის აგუგუნებას. ცუდია ეს ამხნაგაბეო, ძლიერ ცუდია.
ცოტა თუ ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ერთი პატარა შეკრების ორგანიზება თვისი მწვადით, ხაჭაპურით, ჩაქაფულით, შოთის პურებით, წითელი ან ტეთრი ღვინით და რაც მთავარია.... ელარჯით
მსურველებმა, როგორც წესი ამ თემაში გამოვთქვათ მონაწილეობის მიღების სურვილი და როცა გარკვეული რაოდენობა შეგროვდება, შემდეგ ვიმსჯელებთ ადგილზე, ფორმასა და საწევროს ოდენობაზე. ალბათ ცალსახად დამეთანხმებით, რომ ბუნწიაღში ქეიფის სეზონი გასულია, ამიტომაც დახურულ სივრცეში მოგვიწევს ქეიფი, რასაც ბუნწიაღზე არანაკლები პლიუსები აქვს.
მაშ, დავიწყოთ ჩვენი სურვილების დაფიქსირება.
მე მხოლოდ სამამდსამ ადამიანს დავთაგავ თემაში, რომლებზედაც კონკრეტული კულინარიული ვალდებულებები განაწილდება
შევარდენი1906 - მწვადი
Opizar - ჩაქაფული
didou nana - ელარჯი

ჰა რას იტყვით?
კოტეს და ლაშას გაკეთებული მწვადი და ჩაქაფული ბევრს გვიგემნია, მე უმაღლეს შეფასებას მივცემ. აი ჩემი ელარჯი კიდევ სურპრიზი იქნება

პ.ს. აბა დავიწყოთ სიის ჩამოწიკწიკება
პ.პ.ს. იმედია მოდერატორს არ დასჭირდება იმის შეხსენება, რომ ეს ფრიად პოლიტიკური თემაა
- რატომ გაქვთ მეგრელებს ”ლ” რბილი? სამაგიეროდ ”ყ” გვაქვს მაგარი....
- აგერ დგას ჩემს ფანჯრებთან ჯარისკაცი და ღრუტუნებს ალბათ რუსია წავალ რამეს ვესვრი © kardu
- მერე მეტროში მოფსმას აკრძალავენ, სკოლებში კედლებზე წერას, ღამით ქუჩაში ღრიალს და აი, მანდ დავკარგავთ ქართველობას © უთეს