და რის საფუძველზე ამბობ მაგას ? რა კრიტერიუმებით აფასებ ?
Darsa1999-2005 წლის კუზაოზე ვწერ !
ძრავი ცოტა ხმაურიანი მაგრამ აუტანელი არა, 2.5 ცეპზე, საკმაოდ ძლიერი ამ მანქანისთვის.
გადაცემათა კოლოფი გინდ ავტომატი გინდ მექანიკა უკვდავი !
დამადაბლებელი-ე.წ. რაზდატკა უკვდავი,
უკანა ხიდი უკვდავი,
წყლის გაგრილება საუკეთესო-არასდროს აუდუღებია ჩემთვის,ჩემი დაუდევრობით გიდრომუფტა მომიწყდა მთლიანად გზაზე ერთხელ, რა დროსაც პროპელერმა დამიზიანა რადიატორი და 50 კილომეტრი მანქანამ გაგრილების გარეშე მატარა, ახლაც იგივე ძრავი მუშაობს კაცურად.
რამაზეა და არც შეადაროთ აირტრეკებს, ცეერვეებს იქსტრაილებს(სამივე ყოველდღიურობაშია ჩემს გარშემო და ვიცი რსაც ვწერ) და მსგავს ვითომ ჯიპებს.
შესანიშნავი გამავლობა, ამტანობა ცუდ გზებზე, არანაკლებად კომფორტული ტრასაზე სხვა ჯიპებთან და ზოგ სედანთანაც შედარებით.
მინუსი რაც აქვს წინა ხიდის სიტემაა, რაც მოგვარებადია ერთხელ გამართავ და ისევ მუშაობს თითქმის მანამ სანამ მანქანა არსებობს.
ახლა მობრძანდით ბატონებო და დაწერეთ სხვა რა უნდა დაუხასიათო მანქანას რომ კარგ მანქანად ჩაითვალოს ?
8 წელია მყავს 1999 წლიანი მექანიკა დაახლოებით 90K გავატარე მარტო ქვაფენილზე ტრასას აღარ ვწერ და არასდროს ვიმეორებ არასდროს ევაკუატორი ბუქსირი ლაფეტი ჩემ მანქანას არ დაჭირვებია, გზაში არასდროს დავრჩენილვარ.
ასე რომ ვიცი რასაც ვწერ, ცნობისათვის იგივეს ყიდვას ვაპირებ ისევ მხოლოდ 2004ან 2005 წლიანის რომ ისევ დიდხანს და საიმედოდ მემსახუროს .
ხო, პრადოს და სხვა ჯიპების კომფორტიც და ფასებიც ვიცი
This post has been edited by aqvsenti777 on 22 May 2016, 16:23