Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(3)
[1]
2
3
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
დახვრეტის დროს ლოცვა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!
ჯგუფი: Members
wox1997
კაენისტური ცივილიზაცია !!!
ჯგუფი: Members
წერილები: 9885
წევრი No.: 144644
რეგისტრ.: 16-March 12
#46906079
· 3 Feb 2016, 14:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოცვას არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება სულისთვის ქონდეს რაიმე ძალა, რომ მერე თუ მართლა არსებობს ღმერთი ჩადენილი ცოდვები მოგიტევოს და ა.შ. მაგრამ აი მამაოები, რომ დაყავთ ხოლმე რაიმე საქმის წინსვლისთვის , რომ აკურთხებინებენ იმ ადგილს, ან სახლს, ან მანქანას, ან რომ ლოცულობთ მორწმუნეები რაიმე საქმე კარგად გამოვიდეს, ჯანმრთელობა გქონდეთ, ან ვისაც ჯანმრთელობა არ გაქვთ გამოჯანმრთელდეთ, ლოცვას აქვს აზრი ამ შემთხვევაში?
მაშინ რამდენი მორწმუნეც არ უნდა დავაყენოთ , ავტომატი მივუშვიროთ და საათობით ილოცოს, შემდეგ დაუმიზნონ ამ ადამიანს ავტომატი და ესროლონ ხო შანსი არაა, რომ ტყვია აცდეს და არ მოხვდეს, ან მოხვდეს და არაფერი მოუვიდეს? რამდენი ადამიანი დაუხვრიტავთ, რამდენი მორწმუნე და თან განსხვავებული აღმსარებლობის. ანუ გამოდის, რომ არ აქვს ხო აზრი ლოცვას და ძალაც არ აქვს?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 472
წევრი No.: 210511
რეგისტრ.: 23-November 15
#46913647
· 4 Feb 2016, 04:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wox1997
QUOTE
ან ვისაც ჯანმრთელობა არ გაქვთ გამოჯანმრთელდეთ, ლოცვას აქვს აზრი ამ შემთხვევაში?
ააქვს, ბევრი რამე შეუძლიაო მართლის ლოცვას. თუ შეისმენს ღმერთი შენს ლოცვას და აღიძვრება რო დაგეხმაროს რატო არა აქვს? მე თითქმის ყოველ დღე ვესაუბრები ხოლმე ღმერთს ლოცვით, მაგრამ არაფერს ვთხოვ, იმიტომ რომ თავად უკეთესად იცის რაც მჭირდება და შეხსენების გარეშე მაძლევს, ავადაც რომ გავხდე ვიცი რომ ეს ჩემს სასიკეთოდ ხდება. ისე კი თუ ძალიან გაწუხებს პრობლემა, ვერ აგვარებ და ღვთაებრივი ჩარევაა საჭირო, შესთხოვე და დაელოდე პასუხს, ოღონდ პასუხმა თუ დააგვიანა გინება და ფურთხება არ დაიწყო, ზოგჯერ ასეც იცდება ხოლმე ადამიანის რწმენა.
--------------------
ვიღაც yle შენდაუკა ანძრევ გალისა ვახჩემიყლეჩანგალა ადანდალა დედის ტყვნას მღერის. - aca baca banci bunca
მიწისძვრა გვიწევს გეგმის მიხედვით - brevаlo
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! - mepar
ახალი თაობის ბირთვული იარაღი მგონი რადიაციულ მოწამვლას არ ახდენს. - ბეჟანბეჟანი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#46913706
· 4 Feb 2016, 05:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
wox1997
არანაირი აზრი არააქვს ლოცვას... შეგიძლია გადახედო ქვეყნებს რელიგიურობის მიხედვით და ნახავ რომ მორწმუნეების ან მომლოცველების რაოდენობის ცვლილებით ჯანმრთელობა უბედური შემთხვევები დაავადებები და სხვა უამრავი არ იცვლება... საერთოდ პირველი კვლევა როგორც ვიცი ინგლისელ მეფეებზე ჩატარდა ინგლისში ყველა ამბობს ღმერთო მეფე გვიცოცხლეო ხოდა აღმოჩნდა რომ მეფეების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალო სტატისტიკურზე დაბალია... ასევე შეგიძლია მოქეიფე ხალხზე ჩაატარო კვლევა ვინც ხშირად ზის სუფრებზე და სულ სადღეგრძელოებშია რეალურად მისი სიცოცხლე არც თუ ისე დღეგრძელია
ეს კი ჩემი თემა თავისი კვლევით ლოცვების შესახებ (მაგრამ ასეთი კვლევები გაცილებით ბევრია თუ დაძებნი)
კვლევები ლოცვებთან დაკავშირებით
--------------------
People live their lives bound by what they accept as "correct" and "true". That's what they call "reality" However correct and true are nothing but vague terms. Their reality could turn out to be an illusion.
ლოგიკა ცოდნის შედეგად მოდის, შენი ლოგიკის არეალი იმდენად პატარაა, რამდენადაც შენი ცოდნა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 472
წევრი No.: 210511
რეგისტრ.: 23-November 15
#46913715
· 4 Feb 2016, 05:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
არანაირი აზრი არააქვს ლოცვას..
ეგენი არასპრავედლივად ლოცულობენ და მაგიტო, იესომ გვასწავლა სპრავედლივად როგორც უნდა ვილოცოთ აი ესე:
5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
7. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან.
8. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#46913740
· 4 Feb 2016, 05:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Chahetel
შენ რაიცი ისინი როგორ ლოცულობდნენ? ან სადმე არსებობს სწორად მლოცველი ხალხი რომლებსაც შევატყობთ რომ მათი ცხოვრება რამით განსხვავდება არამომლოცველებისგან?
მაგალითად თურქეთი რომ ავიღოთ მუსულმანებმა ბერძნები ამოხოცეს ჩვენ ტერიტორიები წაგვართვეს და ასე შემდეგ დანამდვილებით გეტყვი რომ იესოზე არ ლოცულობენ... შენ შეგიძლია თქვა რომ საბერძნეთი თავისი ათონელი ბერებით და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო თავისი სიწმინდეებით რამით უფრო კარგ მდგომარეობაშია ვიდრე ურჯულო თურქეთი?
This post has been edited by
ლოგიკⒶ
on 4 Feb 2016, 05:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 472
წევრი No.: 210511
რეგისტრ.: 23-November 15
#46913747
· 4 Feb 2016, 05:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
შენ რაიცი ისინი როგორ ლოცულობდნენ?
როგორ არ ვიცი საჯარო ლოცვები აქვთ.
QUOTE
ან სადმე არსებობს სწორად მომლოველი ხალხი რომლებსაც შევატყობთ რომ მათი ცხოვრება რამით განსხვავდება არამომლოცველებისგან?
როგორ არ არსებობს, მე მაგალითად სუ ფარულად ვლოცულობ ჩემთვის და ტაძარში ლოცვანით ბუტბუტი არ მიყვარს.
QUOTE
შენ შეგიძლია თქვა რომ საბერძნეთი თავისი ათონელი ბერებით და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო თავისი სიწმინდეებით რამით უფრო კარგ მდგომარეობაშია ვიდრე ურჯულო თურქეთი?
შემიძლია, პირველი ის ვთქვა რომ მუსლიმანები ურჯულოები არ არიან, რჯული აქვთ, მეორე ის შემიძლია ვთქვა, რომ მუსლიმანებსა და ქრისტიანებს ერთი ღმერთი ყავთ, ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა, მესამე ის შემიძლია ვთქვა რომ ღმერთი ბიძინა ივანიშვილი არ არის, რომ შენი მატერიალური კეთილდღეობის მოწყობის ვალი ქონდეს და მეოთხე ის შემიძლია ვთქვა, რომ ლოცვის გარეშეც აძლევს ყველას სწორედ იმას რაც მისთვის უკეთესი იქნება, სიკვდილიც რომ მისცეს, ესეც კი სასიკეთოდ წაადგება ადამიანს, რადგან ადამიანმა არ იცის ღვთის ზრახვები და არც ის რას უმზადებს ღმერთი თავის მორჩილთ, პავლე მოციქული ამბობდა სიკვდილი ჩემთვის მონაგებიაო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#46913755
· 4 Feb 2016, 06:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Chahetel
QUOTE
როგორ არ ვიცი საჯარო ლოცვები აქვთ.
კველვა რომ გენახა აღმოაჩენდი რომ ყველანაირად ლოცულობდა ეგ ხალხი მათ შორის ბევრი მათგანი სახლში და არა ჯგუფურად
QUOTE
შემიძლია, პირველი ის ვთქვა რომ მუსლიმანები ურჯულოები არ არიან, რჯული აქვთ,
ეგ რათქმაუნდა უბრალოდ ტრადიციული ქართული გამონათქვამი ვიხმარე რომლის თანახმადაც ნებისმიერი არამერთმადიდებელი არის ურჯულო
QUOTE
მეორე ის შემიძლია ვთქვა, რომ მუსლიმანებსა და ქრისტიანებს ერთი ღმერთი ყავთ, ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა, მესამე ის შემიძლია ვთქვა რომ ღმერთი ბიძინა ივანიშვილი არ არის, რომ შენი მატერიალური კეთილდღეობის მოწყობის ვალი ქონდეს და მეოთხე ის შემიძლია ვთქვა, რომ ლოცვის გარეშეც აძლევს ყველას სწორედ იმას რაც მისთვის უკეთესი იქნება, სიკვდილიც რომ მისცეს, ესეც კი სასიკეთოდ წაადგება ადამიანს, რადგან ადამიანმა არ იცის ღვთის ზრახვები და არც ის რას უმზადებს ღმერთი თავის მორჩილთ, პავლე მოციქული ამბობდა სიკვდილი ჩემთვის მონაგებიაო.
ესეიგი მნიშვნელობა არააქვს მართლმადიდებელი იქნები თუ მაჰმადიანი ხო? და ინდუსი რომ გახდე და ძროხა ან რამე ამდაგვარი გააღმერთო? ან დავუშვათ ათეისტი რომ იყო? როგორაა ათეისტების საქმე რამით განსხვავდება მათი ცხოვრება ჭეშმარიტი მორწმუნის ცხოვრებისგან?
და საბოლოოდ თუ მატერიალურ კეთილდღეობას არ გაძლევს ღმერთი ან თუ ჯანმრთელობას არ გაძლევს ან ახლობლების კარგად ყოფნას არ გაძლევს მაშინ რა სხვაობაა იმ ადამიანს შორის რომელიც იესოს სწავლებებს მიყვება და იმ ადამიანს შორის რომელსაც საერთოდ არ აღელვებს რელიგია? მარტო სიკვდილის მერე იგრძნობა სხვაობა? ამ ცხოვრებაში არაფერი?
This post has been edited by
ლოგიკⒶ
on 4 Feb 2016, 06:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 472
წევრი No.: 210511
რეგისტრ.: 23-November 15
#46913775
· 4 Feb 2016, 06:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
და ინდუსი რომ გახდე და ძროხა ან რამე ამდაგვარი გააღმერთო? ან დავუშვათ ათეისტი რომ იყო? როგორაა ათეისტების საქმე რამით განსხვავდება მათი ცხოვრება ჭეშმარიტი მორწმუნის ცხოვრებისგან?
ესენი ანუ წარმართნი სინდისის, შინაგანი მორალური კანონის მიხედვით განისჯებიან ღვთის მიერ და სსწორედ ისევე აქვთ ცხონების შანსი, როგორც მორწმუნე ქრისტიანებს, იუდეველებსა და მუსლიმანებს.
QUOTE
და საბოლოოდ თუ მატერიალურ კეთილდღეობას არ გაძლევს ღმერთი ან თუ ჯანმრთელობას არ გაძლევს ან ახლობლების კარგად ყოფნას არ გაძლევს მაშინ რა სხვაობაა იმ ადამიანს შორის რომელიც იესოს სწავლებებს მიყვება და იმ ადამიანს შორის რომელსაც საერთოდ არ აღელვებს რელიგია?
განსხვავება თითქმის არაფერია, მიუკერძოვებელ ღმერთს ყველა შვილი უყვარს თანაბრად, თავგადაკლული მორწმუნეც და უკანასკნელი ცოდვილი ურწმუნოც, ერთადერთი მცირედი განსხვავება ის არის, რომ ღვთის მორჩილნი ნებით და სწრაფად აღწევენ მდგომარეობა განღმრთოვებას, ღვთის ურჩნი კი ხანგრძლივი ტანჯვა წამების შემდგომ, რომელშიც ჯოჯოხეთში გამოვლაც მოიაზრება.
QUOTE
მარტო სიკვდილის მერე იგრძნობა სხვაობა?
არა, ბიოლოგიურ სიცოცხლეშივე, ღვთის ნების აღმსრულებელნი, მშვიდნი და სულიერად თვინიერნი არიან, ბედნიერნი რომ ღმერთი ყავთ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#46913790
· 4 Feb 2016, 06:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Chahetel
QUOTE
არა, ბიოლოგიურ სიცოცხლეშივე, ღვთის ნების აღმსრულებელნი, მშვიდნი და სულიერად თვინიერნი არიან, ბედნიერნი რომ ღმერთი ყავთ.
ამ ვიდეოში აბრამისეული ღმერთის მიმდევარი მაჰმადიანები თავს აჭრიან ტყვეებს და მერე ზურგზე ულაგებენ მოჭრილ თავებს... სიმართლე რომ გითხრა დიდი წონასწორობა და სიმშვიდე ვერ შევატყე მაგ ხალხს
დიდი ალბათობით მეტყვი რომ ეგენი არ აღასრულებენ ღმერთის ნებასო და მაშინ აქვე გკითხავ რას ნიშნავს ღმერთის ნების ასრულება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 472
წევრი No.: 210511
რეგისტრ.: 23-November 15
#46913797
· 4 Feb 2016, 06:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
ამ ვიდეოში აბრამისეული ღმერთის მიმდევარი მაჰმადიანები თავს აჭრიან ტყვეებს და მერე ზურგზე ულაგებენ მოჭრილ თავებს... სიმართლე რომ გითხრა დიდი წონასწორობა და სიმშვიდე ვერ შევატყე მაგ ხალხს
ეგენი ფანატიკოსები არიან და არაფერი საერთო არა აქვთ აბრაამის ღმერთთან.
QUOTE
რას ნიშნავს ღმერთის ნების ასრულება?
ორი მცნების აღსრულებას: შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი და შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით სულითა და გონებით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#46913807
· 4 Feb 2016, 06:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Chahetel
დანარჩენ 8 მცნებას რას უშვრები ან როგორ დაადგინე რომ მაგ ორის ასრულებაა ღმერთის ნების ასრულება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 472
წევრი No.: 210511
რეგისტრ.: 23-November 15
#46913819
· 4 Feb 2016, 07:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
დანარჩენ 8 მცნებას რას უშვრები
ამ ორი მცნების აღსრულებით აღესრულება დანარჩენი რვა კი არა ათი და მთლიანად ძველი და ახალი რჯული, ეს სიყვარულის მცნებებია.
QUOTE
ან როგორ დაადგინე რომ მაგ ორის ასრულებაა ღმერთის ნების ასრულება?
მაცხოვარმა იესო ქრისტემ თქვა ასე, მე კი ვენდობი, იმიტომ რომ სიცრუე არასოდეს უთქვამს და სანდოა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
ლოგიკⒶ
ჯგუფი: Members
წერილები: 4368
წევრი No.: 185638
რეგისტრ.: 3-May 14
#46913830
· 4 Feb 2016, 07:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Chahetel
QUOTE
შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი
და არამოყვასს რა უნდა ვუყო? საერთოდ მოყვასი ქართულად არასწორადაა ნათარგმნი ორიგინალ ტექსტში მეზობელია დაწერილი ანუ მეზობელი შეიყვარეო და აქაც იგივე კითხვა ჩნდება ვინც არაა მეზობელი?
QUOTE
მაცხოვარმა იესო ქრისტემ თქვა ასე, მე კი ვენდობი, იმიტომ რომ სიცრუე არასოდეს უთქვამს და სანდოა.
ეტყობა არ გიძებნია თორე სიცრუის მეტი რაარის ბიბლიაში ნათქვამი... ეხლა ძალიან მეძინება მაგრამ ერთი ორს გავიხსენებ
მაგალითად იესო ამბობდა ეხლა ვინც მხედავთ თქვენს სიცოცხლეშივე მოვალ მეორედ სანამ რომელიმე გარდაიცვლებითო... მაგრამ როგორც ვნახეთ არ მოსულა ჯერჯერობით
ხო კიდე ამბობდა ხელების დაბანა რათ გინდათ ისე ჭამეთო (აშკარად არიცოდა მიკრობების შესახებ)
კიდე ძველ აღთქმას აღიარებდა სიმართლედ არა? ხოდა ძველი აღთქმა პრაქტიკულად ყველაფერში არასწორია რისი შემოწმებაც დღეს შეგვიძლია
ხვალ შემიძლია მოზრდილი სია ჩამოვწერო შეცდომების რაც იესომ თქვა მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ყველაფერზე იტყვი ეს გადატანით მნიშვნელობით უნდა გაიგო პირდაპირ არ უთქვამსო და ეგრე მართლაც ვერავინ ვერ დაუშვებს შეცდომას თუ გადატანით გაიგე ყველაფერი რაც რეალობას არ ემთხვევა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
Chahetel
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 472
წევრი No.: 210511
რეგისტრ.: 23-November 15
#46913855
· 4 Feb 2016, 07:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
QUOTE
და არამოყვასს რა უნდა ვუყო?
მოყვასი ვინც არის ამას ხსნის იესო კეთილი სამარიტელის მაგალითზე, ხოლო მტერს რაც შეეხება იძახის რომ მტერიც უნდა შეიყვარო და დალოცო შენი მაწყევარი.
QUOTE
მაგალითად იესო ამბობდა ეხლა ვინც მხედავთ თქვენს სიცოცხლეშივე მოვალ მეორედ სანამ რომელიმე გარდაიცვლებითო...
სიცრუეს ეხლა შენ ამბობ და ცილს სწამებ იესოს რადგან ეგ არ უთქვამს, აი ეს თქვა:
20. შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ?
21. ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა?
22. უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ.
23. და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს, მერე შენ რაო?
This post has been edited by
Chahetel
on 4 Feb 2016, 07:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lasha244
რითი გამაოცებ?!
ჯგუფი: Members
Lasha244
რითი გამაოცებ?!
ჯგუფი: Members
წერილები: 6372
წევრი No.: 170987
რეგისტრ.: 28-July 13
#46920022
· 4 Feb 2016, 21:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლოგიკⒶ
შენ რა იცი ის რაღაცა რატომ წერია და რა არის ნაგულისხმევი? აგიჩემებია რაღაცა ციტატები და სულ ერთ ადგილს ტკეპნი "იაღოველებივით" ... (პ.ს. არავის არ ვაყენებ შეურაწყოფას,უბრალოდ მათ სჩვევიათ მსგავსი რაღაცეები,ფრაზები აქვთ დაზეპირებული.ამოკრეფილი და იმით დადიან...)
თეოლოგი ხარ თუ ღვთისმეტყველი?
ნუ ცდილობ ღვთის ზედმეტად გამოკვლევას,და ნუ ცდილობ რაიმე გამართლება იპოვო იმისათვის რომ ვინმე დააეჭვო რწმენაში...
ვერც ლოგიკა და ვერც ადამიანის ტვინი ვერ ჩასწვდება ღვთის განგებულობას....
არანაირი შეცდომა არაა დაშვებული არსად,
ყველაფერი ჩვენს დასამოძღვრად დაიწერა,ვიღაცას სწამს,ვიღაცას არა...
ურწმუნოს ვერაფრით ვერ დაარწმუნებ,ეს თვითონ ადამიანის ბუნებაში დევს...
კი არის რაღაც ადგილები,რაც შეიძლება ბევრს არ მოეწონოს,მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ იესო ქრისტემ ჩვენ რაიმე სიცრუე გვითხრა და გვასწავლა.
მისი ყოველი სიტყვა ჭეშმარიტებაა,და რაც თქვა,ყველაფერი აღსრულდება...
მუდამ ჩხრიკავენ,მუდამ იკვლევენ ვითომ რომ რაღაცა ნაკლი უპოვონ იმ რომელიმე ფრაზას,აი აქ სხვას იძახის იქ სხვასო...
იმისათვის რომ ბიბლია გაიგო,უნდა ერკვეოდე და იცოდე ესა თუ ის საკითხები...
This post has been edited by
Lasha244
on 4 Feb 2016, 22:03
--------------------
“ სიყვარული ვერასოდეს ვერ იქნება გულგრილი! იქ სადაც არის გულგრილობა, იქ არ არის სიყვარული!”
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(3)
[1]
2
3
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0278 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.