ვიტყოდი ყველაფერი ახალი, კარგად ადვიწყებული ძველი არის მეთქი, მაგრამ
ეს აზრი ძველიან ახლიანად მთლიანად ჩემი არის.
ალბათ უკვე 8 წელი გავიდა (ვიცი მეტიც გავიდა) რაც tbc-ს და სხვა ბანკების უფროსებს ვუხსნიდი თუ რამდენად სასარგებლო იყო ეს
http://freelancers.ge/ - ბრავო
http://creators.ge/ - დახურულია
ამდენი წლის მერე მივიღეთ მხოლოდ ეს 2 გვერდი, ზედაპირული პროგრამისტები, უხალისო და მიცვალებული დამფინანსებლები და საერთოდ უხალისო თაობა (mymarket.ge myauto.ge ყიდვის, გამოწერის, გაპრიალების, ძვირად დაფასების და ძველი ნივთების გაყიდვის მეტი არფერი ვიცით? სხვისი ოჯახის ლუკმის ხარჯზე საკუთარი ოჯახის გამოკვება უზნეობა და სისაძაგლეა)
შორი გეგმა (სტრატეგია):
1. ციფრული web ბაზარი, ანუ 1 გვერდი მუდმივად უნდა არსებობდეს, მნახველი სულ რომ თვეში 1 ჰყავდეს - რადგან ჩვენ ამით ვაკანონებთ და ვამყარებთ ციფრულ ბაზარს,
ეს არ იქნება საბითუმო ლარიანი მაღაზია და მნახველებით არასდროს განისაზღვრება მისი აუცილებლობა და მნიშვნელობა
2. ეს გვერდი მოემსახურება იმას, რომ:
ა) მცოდნემ ფული იშოვოს ცოდნით
ბ) მცოდნე სახლიდან გაუსვლელად დასაქმდეს
გ) მცოდნე საჭირო ადგილას მოხვდეს
დ) მცოდნე წარმოჩინდეს მამიკოს ფულების, ძვირიანი უსარგებლო დიპლომების-ატესტატების, ნათესაური კავშირების და ლამაზი თვალების გარეშე3. ეს ერთდროულად უნდა იყოს ყველა ციფრული ნაწარმისთვის: 2d graphic, 3d graphic, programming, audio, web, office და electrical - რადგან ეს როგორც უკვე ვთქვით არ არის ლარიანი საბითუმო,
3 წელიწადში ერთი შეკვეთაც რომ არ იყოს ეს
მაინც უნდა არსებობდეს მომავალი დამკვეთ-შემსრულებლის წახალისებისთვის, "იქ სადღაც გენიოსი იცდის", რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლიადა არც ზედაპირული ნაწარმის 2+2 მრავალჯერადი გასაღებისთვის იქნება, რადგან უბრალოდ სისულელეა და არავის სჭირდება უხარისხო არაფერი, მით უმეტეს ზარამცი და 2+2 შემსრულებელი.
4. არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე, ჩვენ ჩვენი ქართული ნათელი გონება გვაქვს წარმოსაჩენი, რომელსაც ბოლო დროს ძირშივე კლავენ
დ.ბ.
ამ გვერდით სარგებელი იყოს მიზერული ავტორის მიერ, თუნდაც რამდენიმე წლიანი ხალისზე მუშაობა.
იაპონიაში არავინ ფიქრობს ასე: "თუ კარგად არ გადამიხდიან სულ მკიდიაო", არამედ იქ თავისი საქმე უბრალოდ უყვართ, შრომაც უყვართ, მიზანდაასხულები არიან და მსოფლიოში მოწიანვენიც არიან.
დღემდე ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს კვებავენ ცოდნით და ნაწარმით: electrical მოწყობილობები, მანქანა toyota (მხოლოდ სილამაზეს უთმობს მერსედესს და სხვათაშორის ქუვეითის მოქალაქეებს ყველას ტოიოტა ჰყოლია), honda, nissan, subaru არაფერზე გენიშნებათ ეს?
გერმანული ალბათ ყველაფერი დაძირეს, რომელ დაძირვაზეა საუბარი corsair და arctic.ac ამერიკულ გერმანული გვერდები, სადაც ყველაზე მაღალი ხარისხის ნაწილი მაგალითად: psu platinum დამშვენებულია იაპონური კონდენსატორებით.
პირადად მე ამ ფორუმზე შეკვეთებიც მიმიცია, და კლიენტები მყავს ნაშოვნი აქაური მომხმარებლებისთვის.
ამ ფორუმს რამდენიმე ათასი ლარი გავაკეთებინე და ჩემი სარგებელი იყო = 0.თუ უახლოეს მომავალში მსგავსი გვერდი არ იქნება, ამას პირადად მე შევქმნი (ჯერ სხვა განზომილების საქმეებს ვაგვარებ).
უვკე დაგეგმილი არის ასევე online ბაზარი სოფლის ნაწარმისთვის, ასევე ცალკე 1 გვერდი, ძალიან სწრაფი და მცირე ვაჭრობისთვის, სოფელზე და გლეხ მუშებზე გათვლილი, რომ მცირე ეზოდანაც კი სარგებელი მიიღოსრამდენიმე განყოფილებაში და კიდევ სხვა განზომილებებშიც ვაპირებ ამის წარდგინებას, და ეს თქვენც შეგიზლიათ გააკეთოთ, ჩვენი კეთილდღეობისთვის, არ ვიყოთ დამოკიდებული სხვებზე