#48095776 · 15 Jun 2016, 11:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საკეისრო კვეთისთვის არსებობს რამოდენიმე სერიოზული ჩვენება, რომელთა არსებბობის შემთხვევაში დედას აუცილებლად ჩაუტარდება საკეისრო კვეთა
1. პარტოგრამით დადასტურებული მშობიარობის პროგრესის შეფერხება: მაგალითად: ვიწრო მენჯი 2.ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა 3. ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინმდებარე ნაწილის არასწორი ჩადგმა: მაგალითად: ნაყოფის ჯდომითი, მენჯით წინა, ტერფით ან მუხლით მდდებარეობა 4. პათოლოგიური პლაცენტაცია: მაგალითად. პლაცენტის წინა მდებარეობა ან მიხორცებული პლაცენტა 5. დედის ინფექცია (პირველადი გენიტალური ჰერპესი, აივ ინფექცია) 6.მრავალნაყოფიანი ორსულობა: მაგალითად: როცა არ აღინიშნება პირველი ნაყოფის თავით წინა მდებარეობა 7. ჭიპლარის წინმდებარეობა ან მარყუჟის გამოვარდნა; 8.სამშობიარო გზების მექანიკური დაბრკოლება: მაგალითად: მიომა, ნაყოფის ანომალია და ა.შ 9.დიდი ზომის ნაყოფი მაგალითად: დიდი ზომის ნაყოფი (4.500 და მეტი) 10.ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, როცა დედისა და ნაყოფის მდგომარეობის გამო მშობიარობის ბუნებრივი გზით დამთავრება შეუძლებელია; 11.არასრულფასოვანი საშვილოსნოს კედელი, რომელიც გამოწვეულია: 12. ერთია ან რამოდენიმე გადატანილი საკეისრო კვეთა ეს ის ძირითადი მაჩვენებლებია, რომელიც არსებობსი შემთხვევაში ექიმი აუცილებლად ნიშნავს საკეისრო კვეთას
არსებობს ბევრი მოსაზრება როგორც ბავშვთან მიმართებაში ასევე დედასთან, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი საკეისრო კვეთა მითუმეტეს თუ ჩვენება არ არსებობს და ქალი საკეისრო კვეთას ითხოვს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეშიია საამშობიარო ტკივილების.
საინტერესოა თქვენი აზრი და გამოცდილება ამ ყველაფერთან დაკავშირებით
ასევე რომელი სახის გაუტკივარებაა მიანიჭებთ უპირატესობას
პ.ს მგონი ასეთი თემა ცალკე არ არსებობს ამ განყოფილებაში
--------------------
თუ ქალი გზას ასცდა, ესე იგი, გზამკვლევი მამაკაცი იყო.
|