სომხური პრესა: თუ ქართველი ლეგიონერები ასე მაგრები ხართ, რატომ ვერ იბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს?
14:18 06.04.2016
სომხური გამოცემა «Новое время», ეხმაურება უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლთა განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი მზად არიან ყარაბახში მიმდინარე პროცესებში ჩაერთონ და აზერბაიჯანის მხარეს იომონ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის მიმოხილვას:
ქართული ეროვნული ლეგიონი მზად არის აზერბაიჯანელი ხალხის მხარდასაჭერად თავისი მაღლაკვალიფიცირებული ოფიცრების ნაწილი საქართველოდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადაისროლოს. ეს განცხადება ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა გააკეთა.
„მთიან ყარაბაღში, რომელიც აზერბაიჯანის განუყოფოფელ ნაწილად მიიჩნევა, აზერბაიჯან-რუსეთის კონფლიქტია გაჩაღებული! ჩვენ მხარს არ ვუჭერთ კონფლიქტს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და კარგად ვიცით, რომ ეს შეტაკება რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიერაა პროვოცირებული“, - ასე დაწერა მან თავის სოციალურ გვერდზე.
ამ რამდენიმე დღის წინ მამუკა მამულაშვილი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში უცხოელთა სამსახურის უფლების კანონის მიღების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი უცხოელი გახდა, რომელმაც უკრაინული სამხედრო ბილეთი მიიღო.
ქართველმა ლეგიონერებმა კონტრაქტები გააფორმეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის თაობაზე და, შესაბამისად, ლეგიონი 25-ე მოტომსროლელი ბატალიონის „კიევსკაია რუს“-ის („კიევის რუსეთის“) შემადგენლობაში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ეროვნული ლეგიონის წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ „ანტიტერორისტულ ოპერაციაში“ - ასე უწოდებს უკრაინის მთავრობა დონბასში 2014 წლიდან მიმდინარე სამხედრო მოქმედებებს.
„რჩება ერთი კითხვა, რომელიც ქართველ ლეგიონერებს უნდა დავუსვათ: „თუ ეგრეთი მაგარი მებრძოლები ხართ, რატომ ვერ იბრუნებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?“ - დასძენს გამოცემა.
http://www.nv.am/mir-i-mi/49794-2016-04-05-06-41-35http://www.newspress.ge/uckhouri-presa/819...eth-oseths.html ვინ გექაჩებათ ამ ენაზე, ან რა თქვენი საქმეა იმათი პრობლემები? აქ კიდევ ღამეებს ათენებთ სომხებმა ეს ქნეს,აზერებმა ესო და მეტი საქმე არა გაქვთ კაცო?