ეს არის ივნისის თვის რეზიუმე

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,9 პროცენტი, 2016 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,1 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,9 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში ექსპორტი 12%-ით შემცირდა, იმპორტი კი 29%-ით გაიზარდა, თუმცა იმპორტის ზრდა განპირობებულია C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტით.
ივნისში, ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4,4%-ით გაიზარდა და 3862 შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 2%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, ივნისში საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლებს აღემატებოდა და შესაბამისად ხარჯებმა 691,4 მილიონი ლარი, ხოლო შემოსავლებმა 559,6 მილიონი შეადგინა.
http://businesscontact.ge/ka/article/ivnis...mpi-29-iyo/5232